გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Tuesday, July 27, 2010

ადამიანებისთვის

 ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე", თუმცა მე არ ვზივარ მაგიდასთან და არც ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ..

ვზივარ  ელჯის დიიიდი მონიტორის წინ დივარნზე და თვალები მეწვის იმის მიუხედავად რომ სათვალე მიკეთია გამოსხივებისგან დამცავი...

არსებობენ განსხვავებული ადამიანები, მეც მასეთი ვარ!..
ზუგჯერ აღფრთოვანებული, ზოგჯერ ანტი!

მეგობარმა (დიმიტრი გუგუნავა) მითხრა დაწერეხოლმე ბლოგზეო და აჰა ვწერ! 
ალბათ უშინაარსოდ.. 
სწორედ დღეს ბალზაკს ვკითხულობდი და ვფიქრობდი: ყველა ნაწარმოები როგორ უნდა იწყებოდეს ბუნების და გარემოს აღწერითთქო.. მე არ მომწონს აღწერები, მაგრამ ჩვენც რომ ადამიანს მასე ვიცნობდეთ, როგორც მწერალი გვაცნობსხოლმე სიუჟეტს რა კარგი იქნებოდა.. ალბათ!

გულახდილად გეტყვით, ძალიან მინდა აქ წერა მაგრამ  რაღაც ვერ.
ხომ არ დავწერ ყველასავით მოვლენების აღწერას. ჟამთაღმწერელი ნამდვილად ვერ ვიქნები. მღვდელს რომ უთხრეს ბავშვი მომინათლეთ მამაოო და მან რომ უპასუხა მოიცა კაცო ჩემიც სხვას მოვანათლინეო.. აი რა შუაში იყო ახლა ესეც, მაგრამ უცბად ამომიტივტივდა!

 წავალ დავიძინებ.. 
ფორმალობები ფორმალობები ეჰ..

27:07:2010
01:35