გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Tuesday, November 22, 2011

სიყვარული "ჯებირს" მიღმა, ანუ პასუხი მეფისა შეკითხვაზე: რას კითხულობთ?

ტალახისგან შეურაცხყოფილი ყვითელი ავტობუსი მედიდურად, მინარნარებდა ქალაქის ქუჩებში!..   ემოციადაკარგული ხალხი კი ქაოსურად მიიჩქაროდა დარდის ჩასაკლავად... უმისამართოდ
ბამბის ნაყინს შაქრით ხლართავს მებამბისნაყინე... 
შესაშური ინტერვალებით მისდევენ დღეები ერთმანეთს!.. უკვე ისე მოუმატა "პატარა უფლისწულმა" ფანრის ჩაქრობა-ანთებას, რომ საათებით ვეღარ ვითვლი დროს.. მეპატარავება!.... 
არ მიყვარს სტაბილურობა... სამაგიეროდ შემოდგომას, ნაწვიმარზე, ფერადი ფოთლები მიყვარს...... 

იატაკზე ჯდომა მიყვარს.. ყველაზე ახლო ადგილია სახლში, მიწასთან...... ახლაც ჩემი ძმის ოთახში ვწივარ, გამათბობლის გვერდით... სავარძელზე ზურგითმიყუდებული და ფაჯრიდან საოცარი კადრია.......... გაქვავებული ხის ტოტებზე ფოთლები წამებს ითვლიან... ნუთუ მათაც ისე ეშინიათ სიკვდილის როგორც ჩვენ? ისინიც ხომ მიწად უნდა იქცნენ... ალბათ მათაც სიმარტოვის ეშინიათ.....  ნეტა თუა განსხვავება კენწეროში მყოფ ფოთოლსა და დაბლა ტოტზე მყოფ ფოთოლს შორის?.. მათ ალბათ სიმაღლის არ ეშინიათ... ალბათ ქარია ყველაზე საშიში მათთვის.. ან შემოდგომა.. რომ ფერადდებიან.. შეიძლება არც იციან საკუთარი სილამაზე.. მაგრამ რათ უნდათ ისეთი სილამაზე რომელსაც სიკვდილი მოაქვს?!.. 

შემოდგომისგან განძარცვულ ხის ტოტებს, ცეცხლის ალი რომ არხევსხოლმე აქეთ-იქით, ანაზდად!... 

"_ რას კითხულობთ მეფეო?
 _ სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს!"