გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Thursday, April 29, 2010

ჩურჩული




 ისეთი სველი იყო წვიმა შემამცივნა..
 ასფალტს სიგარის სუნი ასდიოდა..
 ზამთარი გაზაფხულს დანებდა, სიმწვანის დათრგუნვა ვერ შეძლო!
 მერე ყველაფერი შეიცვალა.. ცაც გაფერმკრთალდა... ასფალტი დანაოჭდა, ასაკი მოხუცივით დაეტყო... ასაკი მანქანასაც ეტყობოდა... ჩანდა კარგად მოვლილიყო!
შიგნით სასწაული სითბო იყო.. თითქოს მანქანის ადგილას ოხშივარი ასდიოდა მანქანის სითბოსა და წვიმით გამოწვეული.
 გზა უსასრულო იყო.. მემანქანეს შეეძლო განუწყვეტლივ მწვანე შუქნიშანზე ეარა და არ ეგრძნობინებინა მანქანაში მყოფი წყვილისთვის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს..
 მუსიკა ჟღერადი იყო, ჰარმონიული.. ხეებიც აცეკვდნენ თითქოს!
 გაზაფხულის წვიმამ ფოთლებს დაგროვილი სევდა ჩამობანა.. ყველაფერი გახალისდა.. ისინი კი მანქანაში ჩურჩულებდნენ, არ ურღვევდნენ მყუდროებას წვიმას.
  

"დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან"_ ნიკო ლორთქიფანიძე... ალბათ არც მე დამიდგამენ ძეგლს... მაგრამ ვინ იცის?!

წვიმს!
წვიმის დროს უფრო მიყვარდება, ვსევდიანდები..
ჩემს გულს წვიმის წვეთები გულს ტკენენ, მეც მტკენენ სულს!
რამდენი ტკივილია.. უკვე სიხარულად მექცა ტკივილი და ხან უმისოდ ტკივილი მტკივა..
ტკივილამდე სიყვარული გაგიგიათ? ხო, ეს რეალობაა, როდესაც ისე გიყვარს რომ გტკივა..
მე უბრალოდ სიყვარული მიყვარს!
რომანტიკოსი ვარ სულით, თუმცა ვცდილობ რეალისტი ვიყო. ძნელია თამაში კი გეთანხმებით.. მაგრამ უთამაშოდ ხომ უფრო დიდი თამაში გამოდის? რავიცი.. რავიცი.
სიყვარული? ჰაჰა, საინტერესო შეკითხვაა ))
სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი )) ან უსასრულო ან კი საერთოდ მოკვდავების ილუზიაა.. წარმოსახვა, როგორც გვჩვევია ხოლმე ადამიანებს გაზვიადება! წნევა აგვიწევს თირკმელების ტკივილის გამო და ამას სიყვარულს ვაბრალებთ, გული აგვიჩქარდება და ესეც მისი ბრალია.. რომ შეგეკითხებიან შეყვარებული გყავს? პასუხის გაცემას არ დაგაცდიან და აღფრთოვანებით ამბობენ: აი დუმილი თანხმობის ნიშანიაო..
არ განვმეორდები, რა თქმა უნდა, მე სისხლის მიმოქცევა არ ვარ წრიულად ვიბრუნო და არც სტაბილური გრძნობების მქონე ინდივიდი, პრიმიტივებს შორის მოსიარულე...
რა გიკვირთ, მეც ინდივიდი ვარ, რომელსაც უნდა უბრალოდ გულწრფელად უყვარდეთ, მაგრამ გულწრფელობა ხომ ყველაზე რთულია?! ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი!..
ნატვრის ხეს ნატვრა შევნატრე და ვინატრე ნატვრა ნატვრით ამსრულებოდა! ნუ გაიკვირვებთ, ეს არაა ტავტოლოგია.. ეს უბრალოდ ჩემეული აღქმაა ჩემი თავისუფლად მოაზროვნე ნატვრისა!
მე არ მინდა გავურბოდე აწმყოში მყოფ დარდიან მუზას!
მუდამ მომღიმარი შემოდგომა მაშიშვლებს, მნუსხავს! სიხარულს მართმევს და გრძნობიანად მაგრძნობინებს მწუხარე სევდას!
უაზრო ქვეყნად არაფერია, არც შემოდგომის ფოთოლცვენა მხურვალე მზის ქვეშ და არც ჰორიზონტთან მეომარი ტალღები ზღვისა!
მე შევიშლები თუ შეშლაზე მიდგება საქმე, ჩემთვის არც უარის თქმა იქნება რთული, არც სიცოცხლე და არც უკვდავება არაა რთული, უბრალოდ, უბრალოდ დათმენა გვმართებს ადამიანებს.. დათმენა და სიყვარული, მძიმე, ძნელი, გამოუცდელი და დარდიანი სიყვარული, სიყვარული სამარადჟამო!.
სიყვარული მდაბიურადაც სიყვარულია! დიახ!

მარადიული სიყვარულით დუცი..


დღეიდან..

რაღაც პოზიტიური სათაურია ხო? ))
მეც ასე მგონია! თითქოს რაღაც ცვლილებას გვპირდება.
ახლა ელვის პრესლის ფონზე ვწერ და გულმოუთმენლად ველი სკაიპში წერილებს ))))))))))) ახლა ტაქიკარდია მქვია იქ.. ხშირად ვიცვლიხოლმე სახელებს!
მირჩიეს ფიქრის დალაგება ისწავლეო.. რჩევა ადვილია ))
არ გამომდის! 
ასე აბდაუბდურად უფრო კარგია!
იმდენ რამეზე ფიქრობს ახლა ჩემი გონება მმმმმმმმ ))) რა კარგი ფერი მაქვსხოლმე გარუჯულს ავტორუჯით ))
ვნერვიულობ იმაზე ფიქრით თუ რითი დავიწყო ჩემი ბლოგი.
ჩემი ლექტორი ამბობს რთული წინადადებები გაუნათლებლობაზე მიგვანიშნებსო.. ვენდოთ ?! თქვენ როგორც გინდათ! )))) მე უკვე გავაკეთე არჩევანი )))
მინდა აქ ჩემი ჩანახატები დავდო, ამონარიდები ავტორომანიდან რომელსაც ასე ქვია: ბედნიერი ვარ სევდით, ანუ აბაზანაში დუშის ქვეშ წვიმს )))
მეკამათებიან შხაპის ქვეშო მაგრამ, მწერლებს აქვთ უფლება წერონ ისე როგორც უნდათ! 
ხო მე თავხედი ვარ ))))))))))))))))))))))))))))))
ამ ბოლო დროს ისედაც ძალიან ცოტა დროს ვუთმობდი ჩემს დღიურებს მაგრამ ახლა სულ ცოტა დროის გატარება მომიწევს მათთან..
უკვე ვიცი რომ აქ ძალიან პირადულს ვერ დავწერ, არადა როგორ მიყვარს გულახდილობა ))) 
ფურცლებთან სულ ვშიშვლდები ))))
დღეს წითელი ლაქი ვიყიდე. შენს თეთრ ხელებს უხდებაო ამბობენ ))) ისევ ამბობენ )))))))))))))))))))))))