გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Sunday, December 19, 2010

"ჩვენ"

‎"ჩვენ" კვლავ დავდივართ ქუჩაში კენტად,
შენ მხიარულად, მე _ მე!
დაძინებისას ყოველთვის მე გწერ, 
დილამშვიდობის _ შენ!
ზამთარი თოვას გადაეჩვია, 
ჩვენ _"ჩვენ"ს!
ისევ ღამდება, ისევ თენდება,
როგორც უწინ და _ დღეს!
ვრცელი მინდორი..
ცალ-ცალკე დავრბივართ "ჩვენ",
ვიღაც ჯვარს იწერს დღეს
ზეცაში ააპრენს ფრთებს!
მდინარის ნაპირი..
ცალ-ცალკე ძალიან მშვიდები "ჩვენ"!
სიჩუმემ ვერ მოგვცა კომფორტი
და გავხდით კვლავ მე და _ შენ!






Monday, August 30, 2010

მარიამობა 2010 ანუ სურამი უკვე მეორედ, მესამის პერსპეკტივით

არ მოვყვები იქიდან რატომ როგორ რანაირად, მაგრამ ვიტყვი იმას რომ 26ში ღამე, ჩემმა მეგობარმა დათუჩამ მომწერა რომ მიდი რა სურამში ჩამოდი ხვალ და მარიამობას ერთად შევხვდეთო )) მოგეხსენებათ რა ჩემი სიგიჟის ამბები მთელი ღამე გავათენე )))))))))) იმაზე ფიქრით წავსულიყავი თუ არა ))
დილას 7ის ნახევარზე გავიგე რომ მამაჩემი ადგა, უცბად წამოვხტი და ვუთხარი ასე ასეთქო ))))))))) და კი უნდა წახვიდე აბა რაო ))))))) ნუ დედიკო ვიცოდი რომ დამთანხმდებოდა, მამაც მაგრამ რავიცი ))))))))))))))))
ნუ მოკლედ გავყევი ბოლო სამარშრუტო ტაქსს ხაშურისკენ ))))))))))))))) მასეთი ბედნიერი მგზავრობა რა ხანია არ მქონია )))))))))))))))
და სულ ცოტახანში უკვე სურამში ვიყავი )) ლანას ეზოში
დათუჩა, მიშო და მე 

ძალიან გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ღამე ლიტანიობაზე წავსულიყავით თუ პირდაპირ ტყეში! არ იცით რეები ვიოხუნჯეთ მე და დათუჩამ )))))))) როგორ არ ვეცადეთ...
ქაღალდზე დავწერეთ ვარიანტები და საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ტყეში ავსულიყავით! მიშა კატეგორიულად მოითხოვდა ეკლესიაში წასვლას, მაგრამ იმის გამო რომ მე  ერთი დღით ვიყავი და ტყეში ძალიან გვინდოდა ასვლა, ჩვენ დავიკისრეთ მიშას ეკლესიაში წაუსვლელობის ცოდვა ))))))))))))))))))))))))))))))))))))
სანამ რაღაცებს ვგეგმავდით შიგადაშიგ ფოტოებს ვიღებდით განტვირთვისთვის

          
მე მიშო და ლანა 
გადაღებისგან დაღლილებს ლანას უსაყვარლესი დედიკო ჩაით გაგვიმასპინძლდა
აქ მიშა შორიდან მეტრფის )) ლოლ )))) 

ამ დროს უკვე ყველაფერი დაგეგმილი, გადაწყვეტილი გვქონდა! ))
მერე იყო უკვე ტყე ))))))) მმმმმმ................. 
მოვძებნეთ ადგილი სადაც დავანთებდით კოცონს..
გზაში ცოტა გაგვიჭირდა, ბევრი ბარგის გამო, მაგრამ <3 <3

კარგად დააკვირდით ამ ფოტოს )) ლევანი
არჩევს ძეხვს და შამფურისთვის ამზადებს..
დათო კი..... და ახლა მეორე ფოტო  
გეეეეეგონება სულ მისი ოფლით იყოს აგებული
ეს სოსისები შამფურებზე )))))))) 
ჩვენი მუდუნია :* :*
ასე გამოიყურებოდა ჩვენი სუფრა )) მაგრამ არა საბოლოოდ )))))))))))
მარხვაზე ვიყავით თითქმის ყველა და არ ვაცალეთ ლევანს და დათოს სოსისის ჭამა )))
კარტოფილებიც არ იყო ჯერ შემწვარი.... 
დიიიიიიდი ლოდინის შემდეგ გადაცდა 12ს ანუ დადგა მარიამობა!
აქვე უნდა აღვნიშნო რომ ყველას საათი სხვადასხვა დროს აჩვენებდა და ყველამ თავისი დროით  გაიხსნილა )))))))))))))))) თამუნა დაგვეჩაგრა, რომელლის საათიც 6წუთით გვიან იყო ჩემს საათთან შედარებით )))))))))))))))))))))))))))))
დავლიეთ მარიამობის სადღეგრძელო! 
კიდევ ერთი, მეორე მესამე და..... ჩვენმა მედოფდა დალია სული ((((((((((((
ოოოოო აი აქ უკვე რთული მდგომარეობა შეიქმნა ))))))))))) 
მივიღეთ გადაწყვეტილება რომ თამუნა მიშა და დათო უნდა წასულიყვნენ სასმელზე და ჩვენ მანამდე შეშა მოგვეგროვებინა )))))))))))))))))))) 
პირველი ხდებოდა რომ წავიდნენ....
მე, სოფო და ლევანი წავედით შეშაზე ))
კავი გვქონდა რითიც ტოტებს ვიწევდით და მერე ლევანი ტეხავდა, მე და სოფო შემგროვებლები ვიყავით, ძირითადად ))))))))))))))))))))
ძალიან სწრაფად იწვოდა ეს ხეები და მოგვიწია რამდენჯერმე შეგროვება შეშის..
მერე შესვენება გვქონდა ))))))))))))
მე და სოფო დებოფლები და ლევანი გვინიავებდა ამხელა წიწვებიან ხეს )))))))) რიშ შედეგადაც სოფოს თმა გაივსო წიწვებით ))))))))))
სანამ ჩვენ შეშას ვაგროვებდით არ ჩერდებოდა წუწუნის ზარები!! 
სასმელის საძიებლად წასულებმა ყველა მაღაზია დაკეტილიაო და ვერ ვშოულობდო! მანდ ამოსვლის თავი აღარ გვაქვს და ჩამოდით თქვენ და სადგურზე დავსხდეთ ან თამუნას აივანზეო! 
ჩვენ რა თქმა უნდა უარი ვუთხარით, იმდენი შეშა გვქონდა მოგროვილი, კოცონიც გიზგიზებდა.. 
გაისმა მეორე ზარი და ხაშურში მივდივართ ტაქსით და იმედია რამეს ვიშოვითო ))))))))
ჩვენც გაგვიხარდა ე.ი. ამოვლენო! რამდენიმე წუთში რეკავენ და კი კი ამოვალთ, სასმელმა ძალა შეგვმატაო ))))))))))))))))))
ჩვენ წამოვკოტრიალდით ჩვენს მფრინავ ხალიჩებზე, ვსაუბრობდით, გადავიღეთ ფოტოები! ლევანი მოითხოვდა ნამიოკობანა ვითამაშოთო მაგრამ ისე ვისხედით რომ არაფრით გამოდიოდა! მერე 2წუთით მივყუჩდით და ვაიმე გირჩი დამეცა უცბად )))))
არადა ჩვენს ზემოთ ცა იყოო... მერე კიდევ და იმხელა ვიკივლეეეეეეეეეე )))))))))))
არადა ლევანი გვაფრთხილებდა ახლა ისინი შეგვაშინებენ და მზად იყავითო ))))))) 
უცბად ავიღე ტელეფონი და ვურეკავ მიშას  )))))))))))))))) და ბოლოს გამოჩნდნენ )))))))))))
ოოოოოოოოოოოოოოო აი მერე იყო რაც იყო! მარა იმდენს რა დაწერს ))))))))
უბრალოდ დავძენ იმას რომ 3ი ხდებოდა რომ მოვიდნენ )))))))))))))))))))))))))))))) 
თუმცა კიდევ დავძენ იმასაც რომ ჩვენ 4ჯერ ვიყავით შეშის შესაგროვებლად! და დანარჩენს თქვენ მიხვდით რა საუბარი განვითარდებოდა ))))))))))))))))
მერე იყო სოფო ))) 
სოფო რომელიც აყრიდა და აყრიდა წიწვებს კოცონს და გვმურავდა )))
და ყოველ 10წუთში ერთხელ ტელეფონი ურეკავდა ))))))))))))))))))))))))))))))))))))))) 
მერე სიმღერა იყო, მაფიოზობანა და რაც მტავარია ყავა მოვადუღეთ ნაკვერჩხალზე! 
ნუ იდეაში ყავა ))))))))))) ყავადანი წაღებული გვქონდა, მხოლოდ მე დათუჩამ და მიშამ გავბედეთ იმ ყავის დალევა ))))))))))))))) ფერფლები წიწვები ყველაფერი ერთად იყო ))))))))))
დათუჩა მე და მპუმმპუმ
ლანა მიშო და მე <3
ჩვეეეენ
დათუჩა, მიშო, მე და სოფო, ლევანი და ლანა <3

ასეთი იყო ჩვენი ერთი ღამე სურამში )))))))))))) 
კიდევ ვიდეო გვაქვს დასამშვიდობებელი ))))))))))))))))))))) რომელიც მხოლოდ ფეისბუქზე გვიდევს და ჯერ ვერ მოაღწია ჩემამდე! აუცილებლად დავდებ მოგვიანებით!

დაუვიწყარი მარიამობა 2010
გმადლობთ ყურადღებისთვის! )))))))))))))))))))))))))))))))))

Tuesday, August 24, 2010

all


ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა გული გადაგიშალოთ..
დღეს ისეთი გულახდილი ვიქნები როგორც არასდროს!
ეს რამდენიმე დღეა გულს მტკენს პატარ-პატარა გარემოებები, ვიღაც ადამიანები, რაღაც მოვლენები... არ მინდა ასე ხდებოდეს!
არ მინდა ერთმენეთის სიყვარულის გვრცხვენოდეს!
არ მინდა ერთმანეთის გვშურდეს!
არ მინდა ძალიან არ მინდა რაღაც მატერიალური გვბოღმავდეს! 

ნუთუ მარტო ცუდს უნდა ვხედავდეთ გარშემო?!
არ გიფიქრიათ რატომ ვართ ასეთი გაბოროტებულები?! 
მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრით ვსულდგმულობთ!..
გვავიწყდება რომ გარშემო გვყავს ადამიანები რომელთაც ვუყვარვართ, რომლებიც უსაზღვრო სითბოს გვჩუქნიან! 
რატომ არ გვინდა ჩვენც მათთან სიახლოვე?!

ყველა გაცივდა!
ყველას ეშინია სიყვარულის, ან თუ უყვარს აღიარების, ან თუ აღიარებს სიყვარულის აღმაფრენის ეშინია!
გავთბეთ მეგობრებო, გავთბეთ და გავათბოთ ერთმანეთი!
მივცეთ ერთმანეთს სიყვარულის გამომჟღავნების შანსი!
გავიხაროთ სხვისი სიხარულით!

გავიღიმოთ, გავიღიმოთ ყოველთვის და ჩვენც გაგვიგიმებენ სამაგიეროდ!
სამაგიეროს გადახდა ხომ ყველაზე მეტად გვეხერხება ადამიანებს!..
სახლიდან გასვლის წინ ჩაიხედეთ სარკეში და გაუღიმეთ საკუთარ თავს, დაინახავთ როგორია ღიმილი და გადით მერე ქუჩაში, გადით და გაუღიმეთ ყველას! ყველას საზამთროს გამყიდველსა თუ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს..
ისწავლით ღიმილის წაკითხვას!
ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია როცა ხედავ გულწრფელ გაღიმებას..
მერე მთელი დედამიწა გაიღიმებს!
მე მინდა ვიყოთ გულწრფელები, გულახდილები!
გიღიმით!
ჭეშმარიტი ღიმილით და წრფელი გულით.....................
 დუცი!

Monday, August 23, 2010

Free Hugs Day

გუშინ, მეგობრის ლინკი დამხვდა ფეისბუქზე...
გავხსენი და რას ვხედავ................... ხვალ არის უფასო ჩახუტების დღე და ყველას გელოდებით ვერის ბაღში 5საათზეო ))))))))))))))))))
მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ........................ 
მთელი წელი ველოდი ამ დღეს, მაგრამ რატომღაც სექტემბერში მეგონა!
ნახევარზე მეტი ხომ ახლა თბილისში არაა ((((  მათ შორის მეც! მაგრამ... 


ძალიან მომინდა მეგობრებისთვის მიმელოცა ეს დღე! უფრო სწორად ჩავხუტებოდი ჩემს საყვარელ ხალხს!
ამიტომ, წუხელ უკვე 12ს რომ გადაცდა და დავწექი, ჩავრთე ჩემი მპ3(აქ ერთ ჩემს მეგობარს გაეღიმება და მეც უკვე წინასწარ საპასუხოდ ვუღიმი ))) ) და იმ საუნდტრეკის ფონზე რომელიც უფასო ჩახუტების ვიდეოს აქვს დავიწყე მესიჯის წერა )))))))
მინდოდა ძალიან ბევრი სითბო ჩამეტია! არ ვიცი თუ შევძელი!
თქვენ არ იცით, მე წუხელ რა ბედნიერი ვიყავი! 
რომ მწერდნენ საპასუხოდ ჩახუტების სმაილებს ჰუგ ჰუგ ჰუგ 
რა ბედნიერებაა!!!!
ვფიქრობ, რომ ეს დღე ძალიან ძალიან, თითქმის ყველაზე დადებითი დღეა, წმინდა დღესასწაულების შემდეგ!
ამდენი სითბო ერთბაშად, სიყვარული! ენერგიით გავსებს! უუუსაზღვრო დადებითი ენერგიით და ფიქრობ რომ მერე ყველაფერი შეგიძლია! 
მთელი ღამე არ წყდებოდა წერილები..
დილას რომ გავიღვიძე იმდენი სმს დამხვდა უნებურად გამოვფხიზლდი )))
ასე დადებითად არასოდეს გამიღვიძია! 
რა კარგი დღეა!
შეიძლება ეს დღე უაზრობად მოგეჩვენოთ და ალბათ ასეცაა, მაგრამ მე ის ძალიან მათბობს! 
<3 <3 <3 
აი ვიდეოც და თქვენც გათბით ))))))))))))
http://www.youtube.com/watch?v=vr3x_RRJdd4&feature=fvw



გეხუტებით ყველას, ყველას ვინც ახლა ამას კითხულობთ! 



Tuesday, July 27, 2010

ადამიანებისთვის

 ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე", თუმცა მე არ ვზივარ მაგიდასთან და არც ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ..

ვზივარ  ელჯის დიიიდი მონიტორის წინ დივარნზე და თვალები მეწვის იმის მიუხედავად რომ სათვალე მიკეთია გამოსხივებისგან დამცავი...

არსებობენ განსხვავებული ადამიანები, მეც მასეთი ვარ!..
ზუგჯერ აღფრთოვანებული, ზოგჯერ ანტი!

მეგობარმა (დიმიტრი გუგუნავა) მითხრა დაწერეხოლმე ბლოგზეო და აჰა ვწერ! 
ალბათ უშინაარსოდ.. 
სწორედ დღეს ბალზაკს ვკითხულობდი და ვფიქრობდი: ყველა ნაწარმოები როგორ უნდა იწყებოდეს ბუნების და გარემოს აღწერითთქო.. მე არ მომწონს აღწერები, მაგრამ ჩვენც რომ ადამიანს მასე ვიცნობდეთ, როგორც მწერალი გვაცნობსხოლმე სიუჟეტს რა კარგი იქნებოდა.. ალბათ!

გულახდილად გეტყვით, ძალიან მინდა აქ წერა მაგრამ  რაღაც ვერ.
ხომ არ დავწერ ყველასავით მოვლენების აღწერას. ჟამთაღმწერელი ნამდვილად ვერ ვიქნები. მღვდელს რომ უთხრეს ბავშვი მომინათლეთ მამაოო და მან რომ უპასუხა მოიცა კაცო ჩემიც სხვას მოვანათლინეო.. აი რა შუაში იყო ახლა ესეც, მაგრამ უცბად ამომიტივტივდა!

 წავალ დავიძინებ.. 
ფორმალობები ფორმალობები ეჰ..

27:07:2010
01:35 


Tuesday, June 15, 2010

პერსონა N

ძალიან შემიყვარდა ეს ფოტო.
უკვე რამდენიმე დღეა ჩემს დესკტოპს ამშვენებს.
თბილია არა?! გულახდილიც.. სიყვარულით სავსე.. ვზრუნველი!
ზუსტად მე შემესაბამება ეს ფოტო ))) რა თავმდაბალი ვარ! მაგრამ შინაგანად მე ვარ ეს ფოტო ჰო ))
დღეს მინდა ერთ ადამიანზე მოგითხროთ.. ძალიან ძვირფასზე!
აღარ დავიწყებ იმას რამდენ ხარისხად იყოფიან  ჩემთვის, პრინციპში ამ ბოლო დროს ყველას ერთ ქვაბში ვხარშავ )))))))))))))))))) ვიცი ცუდია!
აღარ მინდა ვაჟათი და ჯამბულებით თავი აგირიოთ, ამიტომ ამ ადამიანს დავარქმევ პირობითად N_ს!
უფრო თვალსაჩინო და ადვილად აღსაქმელი რომ გახდეს ის თვისებები რაც მას ახასიათებს და ის მიზეზები თუ რატომ მიყვარს იგი მე, ამისთვის ნუმერაციას დავწერ. ჩემმა ლექტორმა თქვა რთული წინადადებებით უვიცები ლაპარაკობენო!  და ერთ ბრძენს უთქვამს კიდევ, თუ შეგიძლია დაწერო მიზეზები თუ რატომ გიყვარს სხვა ადამიანი ე.ი. ის არ გყვარებიაო! აქ უკვე ვეწინააღმდეგები ჩემს თავს მაგრამ მაინც ვწერ, იმიტომ რომ "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან", ალბათ არც მე დამიდგამენ ძეგლს მაგრამ ვინ იცის?!
დიდი პროლოგი დამომივიდა..

  1. ფიზიკური მხარის აღწერას არ დავიწყებ, თქვენთვის მომინდია!
  2. სიყვარულის გამოხატყვის, ჩემთვის, ყველაზე დიდი აღმნიშვნელი ფაქტორი არის სითბო. სითბო რომელიც მისი თვალებიდან, საუბრიდან, ქმედებიდან მოდის. პერისონა N, უსაზღვროდ თბილია!
  3. ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება მისი ჰობია. ცდილობს ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, როგორც კი შეუძლია გაახაროს ადამიანი. იქნება ეს მატერიალური რაღაცებით გამოწვეული თუ უბრალოდ სიტყვით ან თუნდაც გულწრფელი ჩახუტებით.
  4. მას შეუძლია ყველაფერი გაიღოს ადამიანის დასახმარებლად!
  5. თავს უფლებას მივცემ ვთქვა რომ, ძალიან კეთილია!
  6. გულახდილობა მისი ცხოვრების სტილია. ბედნიერია რომ არ აქვს დასამალი არავისთან არაფერი და ბედნირია რომ შეუძლია სხვილი სიხარულის გაზიარება, გულწრფელად გაზიარება.
  7. მხოლოდ მასში აღმოვაჩინე ჭეშმარიტი გაღიმება. ის არასოდეს იღიმის ყალბად, ის ყოველთვის გულახდილია. მისი ღიმილი ენითაღუწერელია.
  8. N_ს არ უყვარს როცა ადამიანს აბუჩად იგდებენ, ჩაგრავენ. არ უყვარს კამათი, ბრძოლა. შეუძლია გაცხარებული ადამიანის მტკიცებას, რომ შავი თეთრია დათანხმდეს, რადგან იცის ხალხის ფსიქოლოგია..
  9. მას შეუძლია გაგაოცოს! აღგაფრთოვანოს! ის აკეთებს ყველაფერს რომ მეორე ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს.. შეუძლია 1000 სისულელე ჩაიდინოს.. ირბინოს, იხტუნაოს, ისეირნოს შენთან ერთად. გაჩუქოს ათასობით ბუშტი და მერე მინდორზე ერთად გაუშვათ, ან ცხელ ამინდში სოლიდურად ჩაცმული დაგთანხმდეს წუწაობაზე!.. მერე რა! ადამიანის სიხარულზე მნიშვნელოვანი ხომ არაფერია! მას ძალიან ბევრი სიურპრიზის მოწყობა შეუძლია!
  10. მას შეუძლია იოცნებოს! იოცნებოს და მერე აიხდინოს ეს ოცნებები! ოცნება რომ ახდეს იგი მხოლოდ უნდა ინატრო.. ინატრო გულით, არსებით!
  11. ჩვენ ერთად ვფანტაზიორობთ.. ერთად დავფრინავთ.. ერთად ვაფრენთ (ფრანს)..  ვსეირნობთ ძაააააალიან ვრცელ მინდორზე, გრილ ამინდში და ჰაერს ვსუნთქავთ! შევიბრძნობთ ყველა წამს სუნთქვისას! მერე ვწვებით მინდოზე, უკვე საღამოს და ვუყურებთ ცას.. უზარმაზარს, ულამაზესი ვარსკვლავებით სავსეს, მერე ვკიდევთ ხელს ერთმანეთს და ვგრძნობთ რომ ძალიან დიდი ენერგია გვაქვს ერთად!მერე უკვე "ღამე ტყვესავით ნებდება დილას"..
  12. მას შეუძლია ზღვის ნაპირზე მთვარის შუქზე მიკითხოს წიგნი.. ან მთაში, როცა ხეებს შორის სვეტებად ნათდება..
  13. მას უყვარს ატრაქციონები. საბავშვო სკვერებიც უყვარს.
  14. მას სიმღერა უყვარს..
  15. უყვარს თავისუფლება, სილაღე! 
  16. ჩარჩოებში არ ჯდება.. მისთვის არაფერია მიუღებელი და არასოდეს იხევს უკან სხვისი აზრის გამო! 
  17. მასაც ძალიან უყვარს ლიპტონის ცივი ჩაი ლიმონით! 
  18. იცით, გადის დღეები როცა ის ჩემთან არაა, თუმცა ყოველ წუთს წერს, წერს ფურცელზე.. ყველაფერს! განცდებს, ემოციებს და მერე მე ვკითხულობ..
რა კარგია რომ არ გაგიჩნდათ კითხვა, მე რას ვაკეთებ სამაგიეროდ?
როგორ არ მიყვარს სამაგიერო.. არც სიყვარულის! მე არ მიყვარს ადამიანები იმიტომ რომ მათ ვუყვარვარ, მე უბრალოდ მიყვარს ისინი და პერსონა Nიც ასეა!


ალბათ ძალიან ბევრი გამომრჩა..
თუმცა ის იდეალია! ის მხოლოდ იმიტომ არ არის სრულყოფილი, რომ ადამიანია!



ეპილოგიც თქვენთვის მომინდია!


Tuesday, May 18, 2010

ჩახუტება

მეგონა, ჩემი ბლოგი უფრო აქტიური იქნებოდა ))) თუმცა ასე არაა, სამწუხაროდ ))
ხშირად მგონიახოლმე )))))))))))))))
ძალიან ბევრჯერ მომინდა დაწერა, თუმცა შევჩერდი და ბევრი დრაფტები დამიგროვდა )) ზედმეტად გულახდილი ვარ ბლოგისთვის )))
მიყვარს როდესაც ვწერ სახელებს გვარებს )))))))))) აქ კი ასე თამამად წერა მერიდება.. არადა მოსარიდებელი რა არის?!
მინდა ძალიან ბევრი ვწერო.. ვწერო მთელი ჩემი ცხოვრება! ყოველი ნაბიჯი, სიტყვა.. როგორ დაიწყო დღე და როგორ გრძელდება.. ყველაფერი.. რაზე ვფიქრობდი გზაში უნივერსიტეტამდე, უნივერსიტეტის ჭიშკრიდან აუდიტორიამდე, ლიფტში, ლექციაზე და მოკლედ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი მინდა აღვწერო.. რთულია! არც მიცდია!
მინდა კადრებად ვნახო ჩემი ერთი დღის ცხოვრება, მე ხომ საკუთარ თავს ვერ ვხედავ..
ხშირად როცა მივდივარ ქუჩაში გავუსწრებხოლმე საკუთარ თავს და ვაკვირდები როგორ დავდივარ.. მიყვარს ტროტუარის საცალფეხო კიდეზე სიარული ))))))))))
კიდევ მიყვარს, მანქანას რომ მითმობენ, მაგრამ იშვიათად გადავუვლიხოლმე წინ.. გაჩერებულ მანქანას უკან შემოვუვლიხოლმე ))) ინსტიქტურად! არ მიყვარს როცა ვიღაცას ვაწუხებ!
გაგიკვირდებათ სათაურთან რა კავშირშიაო და გეტყვით რომ არანაირ კავშირში )))
 სიტყვის გასავრცობად დავწერე ის რასაც ამ წუთას ვფიქრობდი და კიდევ.....................

მოუსვენრობა დამჩემდა.. უძილობაც! ალბათ რაღაც უნდა შეიცვალოს ჩემში..


ჩახუტებასთან მოვედით ))
ეს ფოტო ეკრანს გადავუღე ამ ფილმის, რომ ვუყურებდი..
love me if u dare.. ასე ქვია..
არ მოვყვები ამ ფილმის განხილვას ის უბრალოდ უნდა ნახოთ..
ფოტოდანაც ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება!
სასწაული ქმედებაა ჩახუტება.. უდიდესი ენერგია, სითბო, სიყვარული...
ხანდახან ძალიან მომინდებახოლმე ჩახუტება ))) 

რა მაგარია  "უფასო ჩახუტების" დღე........ ალბათ ის ადამიანები მთელი წელი ენერგიით აღსავსეები არიან ))) 
კიდევ მინდა ბევრი რამ დავწერო მაგრამ.. ოხ ეს მაგრამ არ მანებებს თავს!!! 
მერე შორს გავფრინდები და ჯობს აქ გავჩერდე!!!!!!!!
აღარ მინდა ვაკონტროლებდე  ფიქრებს!
მე ხომ ილუზია ვარ..

Monday, May 3, 2010

ალბათ

ბოლოს რა მითხრა ვერ გავიგონე...
თავი დავხარე და ვიგრძენი, სწორედ ისე გამეღიმა, როგორ ღიმილსაც ვეძებდი ამდენ ხანს.. ჭეშმარიტად ვიღიმოდი..
იმის გამო, რომ თავი დახრილი მქონდა მხოლოდ ასფალტმა გაიზიარა ჩემი გაღიმება გულწრფელად!..
 იმ წამს, იმ წუთმა ყველაფერი შეცვალა..
უფალს გავუღიმე და სარკმელიდან ძალიან ლამაზ ნაძვის ხესაც! მერე მხოლოდ მე ვიყავი და სამყარო.. სხვა არავინ!.. სულ ვიღიმოდი.. ვუღიმოდი შენობებს, ზეცას.. ხეებს.. ფოთლებს ეცინებოდათ ჩემზე.. მანქანებსაც ვუღიმოდი.. კენჭებსაც და მიწისქვეშა გადასასვლელსაც გავუღიმე უნებურად..
 ისინი მისმენდნენ!!
 ბუნკერსაც გავუღიმე და სრულიად თავისუფლებას(მოედანს) მივუძღვენი ჭეშმარიტი ღიმილი! ლოყების ტკივილამდე გაღიმება!
 საათს ავხედე.. ვერ აღვიქვი დრო! მაშინ ჩემთვის დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა.. ჩემთვის გაღიმების დრო იყო.. გაჩერებაზეც გაღიმებული ვიდექი და მძღოლსაც გაღიმებულმა დავუქნიე ხელი.. შემრცხვა.. მძღოლის! ღიმილში სასირცხვილო განა რამ იყო?!
 ჩქარი ნაბიჯით ამოვირბინე სახლში! მინდოდა მომესწრო და მეც დამენახა დიდ სარკეში გაღიმება! როგორც იქნა დავინახე, როგორი იყო ჭეშმარიტი ღიმილი.. ახლაც ღიმილით ვწერ.. სწორედ ისეთი ღიმილით, როგორითაც გამეღიმა "მაშინ" გულში! მაშინ გულმაც გაღიმების ფორმა მიიღო..
 უნებურად მეღიმება ახლაც!
 მე მომწონს ღიმილი -)))
 რა კარგიააა.........................
 გაიღიმეთ თქვენც, ჭეშმარიტად!

პაპარაცი საკუთარი თავის(ა)























შემოდგომაზე იყვავილა!
ეს ფრაზა ამეკვიატა დღეს!..
დღეს ძალიან ბევრი ვიარე.. ფოთლებზეც ვიარე! სილამაზე გავთელე და ვეთამაშე! მინდოდა მხოლოდ მეფიქრა თუმცა ვიწყებდი თუ არა ფიქრს, ფიქრი არ ვითარდებოდა.. ჩემი ფიქრი წარსულია, წარსული მბეზრდება!
ზოგადად ძალიან მალე მბეზრდება.. თუმცა საზღვარზე მეტად ერთგული ვარ! ერთგულება არ მბეზრდება!
დღეს საკუთარ თავსაც ვპაპარაცობდი.. იცი რა საინტერესოა? ძალიან!
რა ხანია ფურცლებთანაც არ მიმეგობრია! არადა პირობა დავდე ავტორომანს გავაგრძელებთქო! პირობას ყოველთვის ვასრულებ!
ჩემ ავტორომანს ასე ქვია: ბედნიერი ვარ სევდით, ანუ აბაზანაში დუშის ქვეშ წვიმს!.. 
შენთვის დამითმია..

სათაური ბოლოს


















ჩემ, სველ, აივანს  ისევ  ასდის  თამბაქოს  კვამლი..
როგორც სიყვარულს არ შეუძლია დათმოს გრძნობები ისე აივანს ვერ სცილდება სამარადჟამოდგაჟღენთილი სუნი სიგარის...
შუაღამისას დაიწყო წვიმა!..
ანაზდად !
ფოთლებისგან განძარცვულ ხის ტოტებს, ცეცხლის ალი რომ არხევსხოლმე აქეთ-იქითანაზდად!
ერთ დღეს (ზღაპარში) გამეღვიძა.. საეჭვოდ სასიამოვნო სიმშვიდე იყო!.. ისე მსუბუქადდადიოდა ყველა..
მეც ვუღიმოდი..
მხოლოდ იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თევზებიც იღიმიან და როგორც ჩვენ, მათაც აქვთ გარშემობიოველი.. ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა! ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე!
ძალიან მომინდა ერთი წუთით მაინც გავმხდარიყავი ოკეანეში მოცურავე ერთ-ერთი თევზი.. უარი ვთქვი! ცურვა არ ვიცი! შემეშინდა.....
კარგი ! გაგიმხელთ!.. ერთხელ თევზებს შევეჯიბრე გაღიმებაშ.. ისინი ისეთი ჰარმონიულებიარიან.. დაძაბულობის გარეშე.. ლაღები! მაჯობეს.. არ მიყვარს ჯიბრი და მითუმეტეს გაჯიბრება!
მომბეზრდა გაზით გამომშრალი ჰაერის სითბო! სიცივე უფრო მათბობს! ღრმად ვსუნთქავ დავგრძნობ როგორ გადის ჰაერი სასულეში, ბრონქებსა და ბრონქიოლებში.. ვგრძნობ, როგორმატულობს გულმკერდის მოცულობა ჩასუნთქვისას და პირიქით..
თოვლილით სისპეტაკე მომინდა კვლავაც!
გაივლის წლები და ისევ იცოცხლებს დღიურები ანე ფრანკისა! და თუ ოდესმე ჩემ ყუთს ნახავსახსოვრებისას... აღმოაჩენ თუ რამდენი რამ მომიძღვნია შენთვის.. სიძულვილი დასიყვარულიც, გრძნობებიც, სითბოც, ბევრი ურითმო სტრიქონები ლექსები ვითომ!
ეს მონატრებაც მიჩუქნია და ამდენიხნის სიყვარულსაც გჩუქნი სამარადჟამოდ!..
გაივლის წლები და.....
თუ ისრები საათისა დაეწევა ერთმანეთს მე მოვალ შენთან და გეტყვი, რომ მე .....................

სათაურს ბოლოს დავწერ: აბსურდული ფიქრები, უკვე მერამდენე!..

Sunday, May 2, 2010

ჩემი გრძნობების ტავტოლოგია













"მეც შევიცვალე, შენც შეიცვალე, სხვა ყველაფერი ჩვენს გამოცვლამდე როგორიც იყო ისევ ისეა.." მეუბნებიან შეიცვალეო.. არადა.. ალბათ.. ან არც.. 
სიხარულს ხომ ყოველთვის სევდა ცვლის და პირიქით. 
მე ახლა სადღაც შუაში ვარ! ვერ გადავწყვიტე რა მინდა მერე, სიხარული თუ სევდა.. 
თუ ახლა სევდას ავირჩევ მერე გავიხარებ და პირიქით.. მე კი აწმყო ვარ და ორივე თანაბრად მინდა! მითხრეს შეუძლებელიაო! 
იმ დღეს გული დამწყდა.. მერე მესიზმრა და გამიხარდა.. 
სასწორის აქეთ-იქით თეფშზე დგანან და მე მთხოვენ არჩევანს.. რომ იცოდნენ როგორ მიჭირს მასეთი გადაწყვეტილებების მიღება.. მეც ხომ ტყუპები ვარ. ორი ვარ! ხან იქით ვარ ხან აქეთ!. 
მინდა რეალისტი ვიყო მაგრამ რომანტიზმი არ მიშვებს და პირიქით! 
ერქვას ამ ფოტოს, ჩემი გრძნობების ტავტოლოგია!

ჩემი არჩევანი

მე_11_ე კლასში, ჩემი უსაყვარლესი ქართულის მაწავლებელი, ქალბატონი ნანა ბარჯაძე, შემოვიდა ჩვენს კლასში და მოგვცა, დასაწერად, თავისუფალი თემა : ჩემი არჩევანი! 
უკვე აბიტურიენტობის გამო ყველამ თავის პროფესიაზე დაწერა, მე კი ასეთი არჩევანი გავაკეთე ))  

                                              ჩემი არჩევანი
რატომ?  ხშირად მებადება ეს ერთსიტყვიანი კითხვა, რომელიც ბევრის მომცველია...
რატომ? რატომ  ავირჩიე დიდი ზურგჩანთა? ხშირად ამ კითხვის პასუხია... იმიტომ!
არასოდეს მიზიდავდა დიდი ნივთები, მაგრამ დიდ ზურგჩანთაზე ყოველთვის სხვანაირი წარმოდგენა მქონდა.
როდესაც ვუყურებდი დიდ ზურგჩანთიან ახალგაზრდებს, დარწმუნებული ვიყავი რომ მათ დიდი ცოდნა დაჰქონდათ თან, თუმცა წიგნების ტარებას არავითარი აზრი არ აქვს თუ თავში არაფერი გაქვს...
მიყვარს წერა, მიყვარს კალამი_ ეს დიდი იარაღი და მიყვარს დიდი ზურგჩანთა, რომელშიც ბევრი წიგნი თუ უბრალო რვეული იდება.
არაფერი მინდებოდა ფანატიკურად, მაგრამ შარშან ძალიან მომინდა კატერფილერის დიდი ზურგჩანთა, რომელიც ამისრულა დედამ და უბედნიერესი ვიყავი.
ზურგჩანთა?_ ეს არის ცოდნის მატარებელი. მე მიყვარს იგი და როდესაც მას ვატარებ მიხარია რომ ვარ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი, რომელსაც აქვს უფლება ატაროს განათლების მატარებელი! 

Saturday, May 1, 2010

პირველად













წვიმაა ისევ! 
დღეს პირველად მომინდა მზე.. 
Edward Hopper _ ის ეს ნახატი გამახსედა... ისეთი მზიანია გავთბი! 
კიდევ მინდოდა ბევრი დამეწერა მაგრამ იმდენის დაწერა მინდა ვერ ვწერ  )) 
ზუსტად ისე ვარ, სამეცადინო რომ ძალიან ბევრი გაქვს ადამიანს და დრო კი ძალიან ცოტა და რომ არ მეცადინეობ მაინც ვერ მოვასწრებო )))))))))))))))))))))) 

მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, ვეღარ ვაჩერებ დროს! 
ვეცდები ემოციები, ფიქრები ვმართო და მერე დავიწყო წერა.. 

დროებით ))

ახლა მომინდა ანე ფრანკსაც ქონოდა ბლოგი, ალბათ სულ მას წავიკითხავდი...


Thursday, April 29, 2010

ჩურჩული




 ისეთი სველი იყო წვიმა შემამცივნა..
 ასფალტს სიგარის სუნი ასდიოდა..
 ზამთარი გაზაფხულს დანებდა, სიმწვანის დათრგუნვა ვერ შეძლო!
 მერე ყველაფერი შეიცვალა.. ცაც გაფერმკრთალდა... ასფალტი დანაოჭდა, ასაკი მოხუცივით დაეტყო... ასაკი მანქანასაც ეტყობოდა... ჩანდა კარგად მოვლილიყო!
შიგნით სასწაული სითბო იყო.. თითქოს მანქანის ადგილას ოხშივარი ასდიოდა მანქანის სითბოსა და წვიმით გამოწვეული.
 გზა უსასრულო იყო.. მემანქანეს შეეძლო განუწყვეტლივ მწვანე შუქნიშანზე ეარა და არ ეგრძნობინებინა მანქანაში მყოფი წყვილისთვის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს..
 მუსიკა ჟღერადი იყო, ჰარმონიული.. ხეებიც აცეკვდნენ თითქოს!
 გაზაფხულის წვიმამ ფოთლებს დაგროვილი სევდა ჩამობანა.. ყველაფერი გახალისდა.. ისინი კი მანქანაში ჩურჩულებდნენ, არ ურღვევდნენ მყუდროებას წვიმას.
  

"დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან"_ ნიკო ლორთქიფანიძე... ალბათ არც მე დამიდგამენ ძეგლს... მაგრამ ვინ იცის?!

წვიმს!
წვიმის დროს უფრო მიყვარდება, ვსევდიანდები..
ჩემს გულს წვიმის წვეთები გულს ტკენენ, მეც მტკენენ სულს!
რამდენი ტკივილია.. უკვე სიხარულად მექცა ტკივილი და ხან უმისოდ ტკივილი მტკივა..
ტკივილამდე სიყვარული გაგიგიათ? ხო, ეს რეალობაა, როდესაც ისე გიყვარს რომ გტკივა..
მე უბრალოდ სიყვარული მიყვარს!
რომანტიკოსი ვარ სულით, თუმცა ვცდილობ რეალისტი ვიყო. ძნელია თამაში კი გეთანხმებით.. მაგრამ უთამაშოდ ხომ უფრო დიდი თამაში გამოდის? რავიცი.. რავიცი.
სიყვარული? ჰაჰა, საინტერესო შეკითხვაა ))
სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი )) ან უსასრულო ან კი საერთოდ მოკვდავების ილუზიაა.. წარმოსახვა, როგორც გვჩვევია ხოლმე ადამიანებს გაზვიადება! წნევა აგვიწევს თირკმელების ტკივილის გამო და ამას სიყვარულს ვაბრალებთ, გული აგვიჩქარდება და ესეც მისი ბრალია.. რომ შეგეკითხებიან შეყვარებული გყავს? პასუხის გაცემას არ დაგაცდიან და აღფრთოვანებით ამბობენ: აი დუმილი თანხმობის ნიშანიაო..
არ განვმეორდები, რა თქმა უნდა, მე სისხლის მიმოქცევა არ ვარ წრიულად ვიბრუნო და არც სტაბილური გრძნობების მქონე ინდივიდი, პრიმიტივებს შორის მოსიარულე...
რა გიკვირთ, მეც ინდივიდი ვარ, რომელსაც უნდა უბრალოდ გულწრფელად უყვარდეთ, მაგრამ გულწრფელობა ხომ ყველაზე რთულია?! ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი!..
ნატვრის ხეს ნატვრა შევნატრე და ვინატრე ნატვრა ნატვრით ამსრულებოდა! ნუ გაიკვირვებთ, ეს არაა ტავტოლოგია.. ეს უბრალოდ ჩემეული აღქმაა ჩემი თავისუფლად მოაზროვნე ნატვრისა!
მე არ მინდა გავურბოდე აწმყოში მყოფ დარდიან მუზას!
მუდამ მომღიმარი შემოდგომა მაშიშვლებს, მნუსხავს! სიხარულს მართმევს და გრძნობიანად მაგრძნობინებს მწუხარე სევდას!
უაზრო ქვეყნად არაფერია, არც შემოდგომის ფოთოლცვენა მხურვალე მზის ქვეშ და არც ჰორიზონტთან მეომარი ტალღები ზღვისა!
მე შევიშლები თუ შეშლაზე მიდგება საქმე, ჩემთვის არც უარის თქმა იქნება რთული, არც სიცოცხლე და არც უკვდავება არაა რთული, უბრალოდ, უბრალოდ დათმენა გვმართებს ადამიანებს.. დათმენა და სიყვარული, მძიმე, ძნელი, გამოუცდელი და დარდიანი სიყვარული, სიყვარული სამარადჟამო!.
სიყვარული მდაბიურადაც სიყვარულია! დიახ!

მარადიული სიყვარულით დუცი..


დღეიდან..

რაღაც პოზიტიური სათაურია ხო? ))
მეც ასე მგონია! თითქოს რაღაც ცვლილებას გვპირდება.
ახლა ელვის პრესლის ფონზე ვწერ და გულმოუთმენლად ველი სკაიპში წერილებს ))))))))))) ახლა ტაქიკარდია მქვია იქ.. ხშირად ვიცვლიხოლმე სახელებს!
მირჩიეს ფიქრის დალაგება ისწავლეო.. რჩევა ადვილია ))
არ გამომდის! 
ასე აბდაუბდურად უფრო კარგია!
იმდენ რამეზე ფიქრობს ახლა ჩემი გონება მმმმმმმმ ))) რა კარგი ფერი მაქვსხოლმე გარუჯულს ავტორუჯით ))
ვნერვიულობ იმაზე ფიქრით თუ რითი დავიწყო ჩემი ბლოგი.
ჩემი ლექტორი ამბობს რთული წინადადებები გაუნათლებლობაზე მიგვანიშნებსო.. ვენდოთ ?! თქვენ როგორც გინდათ! )))) მე უკვე გავაკეთე არჩევანი )))
მინდა აქ ჩემი ჩანახატები დავდო, ამონარიდები ავტორომანიდან რომელსაც ასე ქვია: ბედნიერი ვარ სევდით, ანუ აბაზანაში დუშის ქვეშ წვიმს )))
მეკამათებიან შხაპის ქვეშო მაგრამ, მწერლებს აქვთ უფლება წერონ ისე როგორც უნდათ! 
ხო მე თავხედი ვარ ))))))))))))))))))))))))))))))
ამ ბოლო დროს ისედაც ძალიან ცოტა დროს ვუთმობდი ჩემს დღიურებს მაგრამ ახლა სულ ცოტა დროის გატარება მომიწევს მათთან..
უკვე ვიცი რომ აქ ძალიან პირადულს ვერ დავწერ, არადა როგორ მიყვარს გულახდილობა ))) 
ფურცლებთან სულ ვშიშვლდები ))))
დღეს წითელი ლაქი ვიყიდე. შენს თეთრ ხელებს უხდებაო ამბობენ ))) ისევ ამბობენ )))))))))))))))))))))))