გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Monday, April 16, 2012

აღდგომა ვარსკვლავებით მოჭედილ ფშავში

ძალიან ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ისევ ვიმარჯვეთ ეშმაკზე და დავადექით ჩარგლის გზას!.. ელენეს მერსედესით: დედა სიდონია, მე, ნინიჩკა, თავისთავად ელენე და ელენეს უსაყვარლესი შვილი ნუცა )))) 
ყველას ამაღლებული განწყობა გვქონდა და ძალიან ვმხიარულობდით გზაში.... ნატახტართან უკვე დაგვაღამდა... მიუხედავად იმისა რომ მე3ედ მივდიოდი, გზა როგორც ჩანს არ მახსოვდა და არასწორად გადავახვევინე ელენეს მანქანა )))))))))))))))))))  არადა დედაოს ახსოვდა გზა და მაინც მე მენდნენ ((( ))))) დედაომ გაიხსენა უწმინდესის სიტყვები.. უწმინდესს უთქვამს თუ დაიკარგებით სულ მარჯვნივ იარეთო... შეიძლება გამოგადგეთ ეს რჩევა ოდესმე! )) 
ვაჟას დიიიდი ძეგლის დანახმამ ყველა მეტად გაგვახარა )))) მამა იოსებს დავურეკეთ მუზეუმთან ვართო და ჩამოვიდა ჩვენს ასაყვანად.. ფშავის ეკლესია სასაფლაოზეა და მსუბუქი მანქანით ცუდი ასასვლელია... 2 მდინარე გადავკვეთეთ და მივედით იმ ტაძრამდე რომელიც შემოდგომას მოვილოცეთ!... 
ღამე საოცარი იყო ჩარგალში... ვარკვლავებით მოჭედილი ცა და ისე ახლოს ვარსკვლავები ხელი რომ აგეწიათ მოწყვეტდით... 
ტაძრის გარეთ 2 ქალბატონი იდგა.. ლოცვებს კითხულობდნენ ზიარებისწინას, სავარაუდოდ,და შიგნით მხოლოდ მამაკაცები... მაშინვე ვიკითხე ქალები სად არიანთქო და 11საათი რომ მოახლოვდა, ლიტანიობის დაწყების დრო, ისინიც შეიკრიბნენ...  
ტაძარი გაივსო... 
ტაძარზე არ მითქვამს... ძალიან პატარაა.. აივანი აქვს შიგნით და იქ მედავითნე და მგალობლები არიან... ეკლესია იმდენად პატარაა ეს აივანი ლამის საკურთხეველში შევიდეს.... 
გაისმა ზარების ხმა.. გამოვიდა მამა იოსები და დაიწყო სააღდგომო ლიტურღია 

ტაძარში მხოლოდ მამა იოსების, მედავითნისა და მგალოდლების ხმა ისმოდა... ნუ შიგადაშიგ ფოტოაპარატის ჩხაკუნიც )))  
ტაძარში მიყვარს რამე, ჩემი, ადგილის პოვნა და იქაც ვიპოვე ))) აი ეს ადგილი 
სულ აქ ვიდექი.. ღვთისმშობლის ხატი იყო კედელზე და ყვემოთ ეს სასანთლე....  მთელი წირვა ვასუფთავებდი ქვიშიდან დამწვარ სანთლებს და ერთად ვაგროვებდი ))) 
მერე უკვე გარეთ გავედით... მოგეხსენებათ რა 3ჯერ უნდა შემოვუაროთ ტაძარს.. 






შევედით ისევ ტაძარში, დავიკავეთ ჩვენი "ადგილები".. არაფერი შეედრება მამაოს მიერ წარმოთქმულ: ქრისტე აღსდგა!!!! და ერთიანი მრევლის შეძახილს: ჭეშმარიტად აღსდგა!!!

ირაკლის არ ველოდით, ვიცოდით რომ არ მოდიოდა მაგრამ მანაც ძლია სიცხესა და ეშმაკებს და ჩვენთან ერთად შეხვდა აღდგომას  

წირვის მსვლელობისას, მაცხოვრის საფლავზე გადმოსული, ცეცხლი ჩამოაბრძანეს.. წმინდა ცეცლს სასწაული სიხარული აქვს ..

დაიწყო მომზადება საზიარებლად.... 
და ზიარების წმინდა საიდუმლო..როდესაც ადამიანი იღებს უფლის სისხლსა და ხორცს და ამით ხდება მისი განწმენდა.. 
ზიარება რომ დაიწყო ზემოთ ავედი, აივანზე და იქედან ვიღებდი...აპარატის ხმაზე მამა იოსებმა ამომხედა და: შენ არ აზიარები?.... მე თავი გავუქნიე უარის ნიშნად....... 



ზიარების შემდეგ მამა იოსებმა იქადაგა აღდგომის მნიშვნელობაზე...
წირვა დამთავრდა.. მივულოცეთ ერთმანეთს აღდგომა და მამაომ ყველა მიიწვია ტრაპეზზე ჩარგლის სკოლაში )) 
ჩვენ დაველოდეთ მამაოს სანამ განიმოსა.. ტაძარში თითქმის მხოლოდ ჩვენ ვიყავით... მამაოს მივეფერეთ, ვიხუმრეთ, განვიტვირთეთ )) მამაომ  წამოიღე შავი ქსოვილიო??.. ხომ იცი აქ გიტოვებ მონასტერშიო )))

ჩავედით სკოლაში... ეზოში კოცონი ენთო.. შენობაში შევედით თუ არა ორი გრძელი მაგიდა დაგვხვდა დაშლილი, გაწყობილი.... საოცარი ხალხია იქ.. საოცარი!.. ენითაღუწერელი.... გამთენიისას 4საათზე სატრაპეზოდ გააწყვეს სუფრა მამა იოსებისთვის, სტუმრებისთვის, ჩვენთავის და ისეთი ხალისით ახვევდნენ ხინკალს შეგშურდებოდათ... ასე მხოლოდ მთაშია!!! 
შეხვეული ხინკალი გაქონდათ გარეთ, კოცონზე ხარშავდნენ და შემოჰქონდათ 
ირაკლის ხვდა წილად პატივი გაგვმასპინძლებოდა )))) 
უგემრიელესი ხინკალი იყო!!! ))) 

მამა იოსები ცდილობდა არავისთვის მოეკლო ყურადღება.. ხან ჩვენთან მოდიოდა, ხან სხვა სტუმრებთან, ხან კი სამზარეულოში "დახედავდა" ფშაველ ქალბატონებს )))))) 
ძალიან დიდი სითბო ტრიალებდა!!...  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ისეთი სტუმართმოყვარეობა, ისეთი გაბრწყინებული და სუფთა თვალები როგორც მთაშია არსად არ არის!!!.... 
ღიმილს არ იშორებდნენ ღამენათევი ფშავლები რომ სტუმრებს კარგად ეგრძნოთ თავი და ნასიამოვნები წასულიყვნენ!!! 
ბოლოს გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და დილის 6საათზე, უკვე გარიჟრაჟზე, დავადექით თბილისის გზას..
და არ შემიძლია  ჩემი და ხევსური, უფლისწულის, გიორგი არაბულის ფოტო არ დავდო!!...  გიორგიზე ალბათ მერე დავწერ ცალკე პოსტს... გასაოცარი ადამიანია!!! დაღლილობის ჟამს ცოტა ვიმაიმუნეთ ))) 
)))))))))))))))))))))))) ასე დასრულდა აღდგომა ფშავში!
დიდი მადლობა დედა სიდონიას, მამა იოსებს, ელენეს.. და ნინიჩკას უღმესი მადლობა ფოტოეიბისთვის!!!

ქრისტე აღსდგა!!! 

Monday, March 5, 2012

შეშლილები სამოთხეში ხვდებიან?

ყველაფერი  მაშინ დაიწყო, როცა  FB_ზე  EVENT ვნახე სპექტაკლის. იმ წუთასვე გამიელვა აზრმა, რომ მე იქ უნდა წავსულიყავი! თანაც მარტო!
ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო ხშირად მეცვლებოდა აზრები.. წავსულიყავი, არ წავსულიყავი... ღირდა კი?!.. მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ამ შეკითხვაზე პასუხს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებდი თუ წავიდოდი ))
დასაკარგი არაფერი იყო, სიამოვნების მიღებას კი წინ არაფერი ედგა..
2დღით ადრე დავეკონტაქტე რუსთაველ მეგობარს, ვთხოვე, რომ დამხვედროდა და მივეცილებინე... იმის გამო რომ რუსთავში ნამყოფი არ ვიყავი..
2011 წელი
18 დეკემბერი
კვირა
რუსთავი
თეატრი: „ბრავო“
სპექტაკლი: შეშლილები სამოთხეში ხვდებიან?
მონაწილეობენ: ირაკლი , გიორგი ,  ნიკა....
ფასი: 7 ლარი
დასაწყისი: 19:00
13:00ზე ტრენინგი მქონდა  და  “მორთულ-მოკაზმული“  მივედი ))))  ყველას აინტერესებსხოლმე დეტალები და გეტყვით )))))) მეცვა: მაღალქუსლიანი შუზები შავი ფერის, შავი მაგრამ არა ძალიან მუქი ყელწინდა, შავი მოკლე იუბკა მუხლამდე, მოყავისფრო-მოკრემისფრო პიჯაკი და  შავი პალტო, ასევე ყელზე კაშნე... ჩანთა გვერდით გადასაკიდი, ტყავის, გრძელი ყურით, მაგრამ ხელში მეკავა.. თმა გაშლილი, ჩემი უმშვენიერესი ფერის თმა ))))) მხრებზე მეფინა ))) სახეზე ტონალური და ტუჩებზე საცხი.. სათვალე თავისთავად!  ჩემი გაპრანჭვის პიკი ტუშია, მაგრამ არ მესვა... დამავიწყდა  )))))  სპორტის სასახლიდან გავყევი მარშუტკას.. გზადაგზა გიოს(რუსთაველი მეგობარი) ვურეკავდი რომ გამეგო სად დამხვდებოდა.
ჩავედი...
ქალაქი ისეთია.. როგორ ვთქვა.. პატარა და სართულებიანი ))) ტრიალ მინდორში ამოსული სახლები... მე მასე არ მიყვარს.. ძველი რუსთავი უფრო მყუდოა.. ვიბოდიალეთ.. მივედით რუსთავის თეატრთან.. აღმოჩნდა რომ  „ბრავო“  სხვაგან იყო.. გვქონდა საათნახევარი დრო... ამასობაში დაღამდა! მე რომ მიყვარს ისე... ნისლიანი ღამეები როა.. და განათებები თბილი )) თან ძალიან სიცივე არ იყო, ჰაერი კარგად ისუნთქებოდა..
7ის წუთები იყო, შევედით თეატრში და ვუთხარი, რომ ჯავშანი მქონდა ბილეთზე. 7ზე იწყება ხომ იცით და მერე აიღეთ ბილეთებიო. გამოვედით.. გავჩერდით თეატრის წინ .. საშინლად ნელა გადიოდა დრო. 7ს აკლდა 10 წუთი, რომ დავემშვიდობე გიოს და შევედი. შესასვლელთან ახალგაზრდები იდგნენ  და ერთ-ერთმა  კარი გამიღო, მობრძანდითო )) სასიამოვნო ჟესტი იყო! ))  ვუთხარი ჯავშანიათქო.. მეორე რიგში რომ გინდოდათო ხომ?.. და ორი ბილეთი მომაწოდა..  ერთი მინდათქო ვუთხარი )) იქვე გავჩერდი.. შიგნით „პუფები“ და ხალხი იყო... არ შევედი... თან არ მინდოდა ირაკლი გადამყროდა სადმე.. მერე გარეთ გამოვედი..  „სალაროში“ ვიკითხე რამდენხანში დაიწყებათქო და არამგონია ზუსტად 7ზე დაიწყოსო... ალბათ 8ის წუთებზე დაიწყებაო.. რამდენსაათიანია სპექტაკლითქო და 45 წუთიო... კარგია ანუ ძალიან არ დამიგვიანდებათქო, ხმამაღლა გავიფიქრე )))))))))
რამდენიმე წუთში დარბაზიც გაიღო.. შევედი..... სცენაზე უკვე გამოსულები იყვნენ მსახიობები... ძალიან პატარა დარბაზი იყო, მეორე რიგი კი ფაქტობრივად სცენაზე... როგორ მინდოდა საკუთარი თავის დანახვა სცენიდან... ბნელობა... მსახიობების სახეები არ ჩანდა.. ჯერ ერთმა თქვა რაღაც.. მერე მეორემ... და გული გამეწურა და ის „ის“ იყო )) მესამე...    მმმ.... ძალიან გამიხარდა...
სცენარი შემდეგნაირი იყო: შეშლილები ცხოვრობდნენ პანსიონატში,.. ამ შემთვევაში ერთ ოთახში, ეცვათ შესაბამისი ფორმები... აი „ის“ თეთრი.... და ეს შეშლილები იყვნენ პოეტები... კითხულობნდნენ ლექსებს.. ყვებოდნენ სიყვარულზე.. თოვლზე..
სულ, რომ არაფერი, ნამდვილი სამოთხე იყო ჩემთვის იქ ყოფნა და ჩემი საყვარელი ლექსების მოსმენა... ირაკლიმ წაიკითხა „იისფერი თოვლი“ და კიდევ მრავალი სხვა..
ტენდენციურობაში არ ჩამომართმევთ ალბათ თუ ვიტყვი, რომ ირაკლი ყველაზე ძლიერი მსახიობი იყო მათ შორის )) ნამდვილი მსახიობია! სისხლში აქვს უბრალოდ... მისია!.. ორგანიზმის ნაწილია!!!!
დარბაზში გათბობა არ იყო , პალტოებით ვისხედით.. ძალიან ციოდა! გაყინული ვიყავი... შესაძლოა სხვა ჟრუანტელი მივლიდა...  ))
ბიჭები მიმოიფანტნენ.. ირაკლი დადგა კედელთან ახლოს, შუაში... დაიწყო და შემომხედა, ან შემომხედა და დაიწყო..  ააააააააააააა.............. ეს არ ვიცი რა იყო!!! როგორ ვთქვა, ან როგორ აღვწერო.... მე გამეღიმა, ძალიან გამეღიმა და ასე გაღიმებული ვყვებოდი ირაკლის წაკითხულ ზანგურის ლექსს: მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე.... მასაც გაეღიმა წამიერად... მერე პროფესიონალიზმმა დაფარა მასში „მიჯნური“ )))))))))))
ააააააააააააააააააააა,  ნამდვილი შოკი იყო!!!  როგორ ვთქვა, როგორ გადმოგცეთ, როგორ გა გა გე ბი ნოთ!.. არ ვიცი!... არ ვიცი რა დამემართა... ჟრუანტელმა დამიარა, სისხლის ყველა მოლეკულა ამოძრავდა ჩემში.. ყველაზე საოცარი ემოცია იყო, რაც კი მქონია... თანაც ჩემი საყვარელი ლექსია ეგ... ადრე ვუთხარი ირაკლის მაგ ლექსის პირველი „ხაზი“ .. და ზუსტად ეგ რომ დაიწყო ძალიან გამიხარდა!!!..
ძალიან გამიხარდა, ძალიან მესიამოვნა, ძალიან... ავკანკალდი... ემოციების პიკი იყო!.. სპეკტაკლი გრძელდებოდა და მე უკვე ვიცოდი რომ ირაკლიმ დამინახა!.. დამინახა როგორ ვიჯექი მარტო, არც მარცნივ მეჯდა ვინმე და არც მარჯვნივ..  მან უკვე იცოდა რომ მას ვაჩუქე ჩემი ცხოვრების ის რამდენიმე წუთი.. საოცარი ატმოსფერო იყო.. ნამდვილი სამოთხე ჩემთვის!...
ითქვა ბოლო სიტყვები.. გაისმა ტაში, მსახიობებმა თავი დაგვიკრეს და შევიდნენ კულისებში.. მე გამოვედი თუ არა დარბაზიდან, არ გამიხედავს  არსაით.. ისევ ჩემს „ნაჭუჭში“ ვიყავი.. პირდაპირ გავედი გარეთ... ავხედე ზეცას და.......  წავედი გაჩერებისკენ..   
 და ბოლოს: ისეთი მშვიდი, შინაგანად, როგორც სპექტაკლიდან გამოსვლის შემდეგ ვიყავი, არასოდეს ვყოფილვარ!..

Friday, February 10, 2012

დამუხტვა

მე არ ვიცი როგორ არის სხვის ცხოვრებაში, ამიტომ საკუთარ თავზე წერა უფრო მიადვილდება.. 
სულ ვეძებ ჰარმონიას და ჯერ ვერ მივაღწიე... სრულყოფილს! 
საერთოდ  ყველაფერი იმდენად მარტივია რომ, გაურთულებლად უბრალოდ დაკარგავს აზრს.. ჩემთანაც ასეა! იმდენად მარტივია ყველაფერი და იმდენად ნათელი რომ ვხლართავ ქსელებს.. და ყველაზე ცუდი მერე იცით რა არის? ამ ქსელის გამოხსნის სურვილი აღარ მაქვსხოლმე და მასე აბლარდულს ვტოვებ!!!! და ვივიწყებ! დავიწყებას არ ვცდილობ.. თავისით....  
ადამიანებთან ურთიერთობაშიც ჰარმონიას ვეძებ!! მათთან ყველაზე მეტად ვერ ვიტან აბლარდვებს და სამწუხაროდ მხოლოდ ადამიანებისგან ვერ ვიგებ ბევრ რამეს!.. რაც დრო გადის ვხვდები რომ ძალიან ბევრი რამ აზრს კარგავს.. რუტინების მონა ვხდებით!!!!!  ის გრძნობები და ემოციები კი რაც სიხარულს გვმატებდა, ის უბრალოებები ფინჯანმა ლატემ შეცვალა!.. 
ადამიანი  როგორც  ცხოვრობს ე.ი. მას  მასე სიამოვნებს..  ასე რომ არ იყოს ის ამას შეცვლიდა!!!! 
და ბოლოს... 
მინდა ძალიან ბევრი დადებითი ემოციები და სილაღე გარშემო და მხოლოდ, მხოლოდ იმ ხალხთან მეგობრობა ვისაც ვუყვარვარ, ვისაც ვსიამოვნებ და პოზიტივით მმუხტავს!