გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Tuesday, May 18, 2010

ჩახუტება

მეგონა, ჩემი ბლოგი უფრო აქტიური იქნებოდა ))) თუმცა ასე არაა, სამწუხაროდ ))
ხშირად მგონიახოლმე )))))))))))))))
ძალიან ბევრჯერ მომინდა დაწერა, თუმცა შევჩერდი და ბევრი დრაფტები დამიგროვდა )) ზედმეტად გულახდილი ვარ ბლოგისთვის )))
მიყვარს როდესაც ვწერ სახელებს გვარებს )))))))))) აქ კი ასე თამამად წერა მერიდება.. არადა მოსარიდებელი რა არის?!
მინდა ძალიან ბევრი ვწერო.. ვწერო მთელი ჩემი ცხოვრება! ყოველი ნაბიჯი, სიტყვა.. როგორ დაიწყო დღე და როგორ გრძელდება.. ყველაფერი.. რაზე ვფიქრობდი გზაში უნივერსიტეტამდე, უნივერსიტეტის ჭიშკრიდან აუდიტორიამდე, ლიფტში, ლექციაზე და მოკლედ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი მინდა აღვწერო.. რთულია! არც მიცდია!
მინდა კადრებად ვნახო ჩემი ერთი დღის ცხოვრება, მე ხომ საკუთარ თავს ვერ ვხედავ..
ხშირად როცა მივდივარ ქუჩაში გავუსწრებხოლმე საკუთარ თავს და ვაკვირდები როგორ დავდივარ.. მიყვარს ტროტუარის საცალფეხო კიდეზე სიარული ))))))))))
კიდევ მიყვარს, მანქანას რომ მითმობენ, მაგრამ იშვიათად გადავუვლიხოლმე წინ.. გაჩერებულ მანქანას უკან შემოვუვლიხოლმე ))) ინსტიქტურად! არ მიყვარს როცა ვიღაცას ვაწუხებ!
გაგიკვირდებათ სათაურთან რა კავშირშიაო და გეტყვით რომ არანაირ კავშირში )))
 სიტყვის გასავრცობად დავწერე ის რასაც ამ წუთას ვფიქრობდი და კიდევ.....................

მოუსვენრობა დამჩემდა.. უძილობაც! ალბათ რაღაც უნდა შეიცვალოს ჩემში..


ჩახუტებასთან მოვედით ))
ეს ფოტო ეკრანს გადავუღე ამ ფილმის, რომ ვუყურებდი..
love me if u dare.. ასე ქვია..
არ მოვყვები ამ ფილმის განხილვას ის უბრალოდ უნდა ნახოთ..
ფოტოდანაც ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება!
სასწაული ქმედებაა ჩახუტება.. უდიდესი ენერგია, სითბო, სიყვარული...
ხანდახან ძალიან მომინდებახოლმე ჩახუტება ))) 

რა მაგარია  "უფასო ჩახუტების" დღე........ ალბათ ის ადამიანები მთელი წელი ენერგიით აღსავსეები არიან ))) 
კიდევ მინდა ბევრი რამ დავწერო მაგრამ.. ოხ ეს მაგრამ არ მანებებს თავს!!! 
მერე შორს გავფრინდები და ჯობს აქ გავჩერდე!!!!!!!!
აღარ მინდა ვაკონტროლებდე  ფიქრებს!
მე ხომ ილუზია ვარ..

Monday, May 3, 2010

ალბათ

ბოლოს რა მითხრა ვერ გავიგონე...
თავი დავხარე და ვიგრძენი, სწორედ ისე გამეღიმა, როგორ ღიმილსაც ვეძებდი ამდენ ხანს.. ჭეშმარიტად ვიღიმოდი..
იმის გამო, რომ თავი დახრილი მქონდა მხოლოდ ასფალტმა გაიზიარა ჩემი გაღიმება გულწრფელად!..
 იმ წამს, იმ წუთმა ყველაფერი შეცვალა..
უფალს გავუღიმე და სარკმელიდან ძალიან ლამაზ ნაძვის ხესაც! მერე მხოლოდ მე ვიყავი და სამყარო.. სხვა არავინ!.. სულ ვიღიმოდი.. ვუღიმოდი შენობებს, ზეცას.. ხეებს.. ფოთლებს ეცინებოდათ ჩემზე.. მანქანებსაც ვუღიმოდი.. კენჭებსაც და მიწისქვეშა გადასასვლელსაც გავუღიმე უნებურად..
 ისინი მისმენდნენ!!
 ბუნკერსაც გავუღიმე და სრულიად თავისუფლებას(მოედანს) მივუძღვენი ჭეშმარიტი ღიმილი! ლოყების ტკივილამდე გაღიმება!
 საათს ავხედე.. ვერ აღვიქვი დრო! მაშინ ჩემთვის დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა.. ჩემთვის გაღიმების დრო იყო.. გაჩერებაზეც გაღიმებული ვიდექი და მძღოლსაც გაღიმებულმა დავუქნიე ხელი.. შემრცხვა.. მძღოლის! ღიმილში სასირცხვილო განა რამ იყო?!
 ჩქარი ნაბიჯით ამოვირბინე სახლში! მინდოდა მომესწრო და მეც დამენახა დიდ სარკეში გაღიმება! როგორც იქნა დავინახე, როგორი იყო ჭეშმარიტი ღიმილი.. ახლაც ღიმილით ვწერ.. სწორედ ისეთი ღიმილით, როგორითაც გამეღიმა "მაშინ" გულში! მაშინ გულმაც გაღიმების ფორმა მიიღო..
 უნებურად მეღიმება ახლაც!
 მე მომწონს ღიმილი -)))
 რა კარგიააა.........................
 გაიღიმეთ თქვენც, ჭეშმარიტად!

პაპარაცი საკუთარი თავის(ა)























შემოდგომაზე იყვავილა!
ეს ფრაზა ამეკვიატა დღეს!..
დღეს ძალიან ბევრი ვიარე.. ფოთლებზეც ვიარე! სილამაზე გავთელე და ვეთამაშე! მინდოდა მხოლოდ მეფიქრა თუმცა ვიწყებდი თუ არა ფიქრს, ფიქრი არ ვითარდებოდა.. ჩემი ფიქრი წარსულია, წარსული მბეზრდება!
ზოგადად ძალიან მალე მბეზრდება.. თუმცა საზღვარზე მეტად ერთგული ვარ! ერთგულება არ მბეზრდება!
დღეს საკუთარ თავსაც ვპაპარაცობდი.. იცი რა საინტერესოა? ძალიან!
რა ხანია ფურცლებთანაც არ მიმეგობრია! არადა პირობა დავდე ავტორომანს გავაგრძელებთქო! პირობას ყოველთვის ვასრულებ!
ჩემ ავტორომანს ასე ქვია: ბედნიერი ვარ სევდით, ანუ აბაზანაში დუშის ქვეშ წვიმს!.. 
შენთვის დამითმია..

სათაური ბოლოს


















ჩემ, სველ, აივანს  ისევ  ასდის  თამბაქოს  კვამლი..
როგორც სიყვარულს არ შეუძლია დათმოს გრძნობები ისე აივანს ვერ სცილდება სამარადჟამოდგაჟღენთილი სუნი სიგარის...
შუაღამისას დაიწყო წვიმა!..
ანაზდად !
ფოთლებისგან განძარცვულ ხის ტოტებს, ცეცხლის ალი რომ არხევსხოლმე აქეთ-იქითანაზდად!
ერთ დღეს (ზღაპარში) გამეღვიძა.. საეჭვოდ სასიამოვნო სიმშვიდე იყო!.. ისე მსუბუქადდადიოდა ყველა..
მეც ვუღიმოდი..
მხოლოდ იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თევზებიც იღიმიან და როგორც ჩვენ, მათაც აქვთ გარშემობიოველი.. ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა! ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე!
ძალიან მომინდა ერთი წუთით მაინც გავმხდარიყავი ოკეანეში მოცურავე ერთ-ერთი თევზი.. უარი ვთქვი! ცურვა არ ვიცი! შემეშინდა.....
კარგი ! გაგიმხელთ!.. ერთხელ თევზებს შევეჯიბრე გაღიმებაშ.. ისინი ისეთი ჰარმონიულებიარიან.. დაძაბულობის გარეშე.. ლაღები! მაჯობეს.. არ მიყვარს ჯიბრი და მითუმეტეს გაჯიბრება!
მომბეზრდა გაზით გამომშრალი ჰაერის სითბო! სიცივე უფრო მათბობს! ღრმად ვსუნთქავ დავგრძნობ როგორ გადის ჰაერი სასულეში, ბრონქებსა და ბრონქიოლებში.. ვგრძნობ, როგორმატულობს გულმკერდის მოცულობა ჩასუნთქვისას და პირიქით..
თოვლილით სისპეტაკე მომინდა კვლავაც!
გაივლის წლები და ისევ იცოცხლებს დღიურები ანე ფრანკისა! და თუ ოდესმე ჩემ ყუთს ნახავსახსოვრებისას... აღმოაჩენ თუ რამდენი რამ მომიძღვნია შენთვის.. სიძულვილი დასიყვარულიც, გრძნობებიც, სითბოც, ბევრი ურითმო სტრიქონები ლექსები ვითომ!
ეს მონატრებაც მიჩუქნია და ამდენიხნის სიყვარულსაც გჩუქნი სამარადჟამოდ!..
გაივლის წლები და.....
თუ ისრები საათისა დაეწევა ერთმანეთს მე მოვალ შენთან და გეტყვი, რომ მე .....................

სათაურს ბოლოს დავწერ: აბსურდული ფიქრები, უკვე მერამდენე!..

Sunday, May 2, 2010

ჩემი გრძნობების ტავტოლოგია













"მეც შევიცვალე, შენც შეიცვალე, სხვა ყველაფერი ჩვენს გამოცვლამდე როგორიც იყო ისევ ისეა.." მეუბნებიან შეიცვალეო.. არადა.. ალბათ.. ან არც.. 
სიხარულს ხომ ყოველთვის სევდა ცვლის და პირიქით. 
მე ახლა სადღაც შუაში ვარ! ვერ გადავწყვიტე რა მინდა მერე, სიხარული თუ სევდა.. 
თუ ახლა სევდას ავირჩევ მერე გავიხარებ და პირიქით.. მე კი აწმყო ვარ და ორივე თანაბრად მინდა! მითხრეს შეუძლებელიაო! 
იმ დღეს გული დამწყდა.. მერე მესიზმრა და გამიხარდა.. 
სასწორის აქეთ-იქით თეფშზე დგანან და მე მთხოვენ არჩევანს.. რომ იცოდნენ როგორ მიჭირს მასეთი გადაწყვეტილებების მიღება.. მეც ხომ ტყუპები ვარ. ორი ვარ! ხან იქით ვარ ხან აქეთ!. 
მინდა რეალისტი ვიყო მაგრამ რომანტიზმი არ მიშვებს და პირიქით! 
ერქვას ამ ფოტოს, ჩემი გრძნობების ტავტოლოგია!

ჩემი არჩევანი

მე_11_ე კლასში, ჩემი უსაყვარლესი ქართულის მაწავლებელი, ქალბატონი ნანა ბარჯაძე, შემოვიდა ჩვენს კლასში და მოგვცა, დასაწერად, თავისუფალი თემა : ჩემი არჩევანი! 
უკვე აბიტურიენტობის გამო ყველამ თავის პროფესიაზე დაწერა, მე კი ასეთი არჩევანი გავაკეთე ))  

                                              ჩემი არჩევანი
რატომ?  ხშირად მებადება ეს ერთსიტყვიანი კითხვა, რომელიც ბევრის მომცველია...
რატომ? რატომ  ავირჩიე დიდი ზურგჩანთა? ხშირად ამ კითხვის პასუხია... იმიტომ!
არასოდეს მიზიდავდა დიდი ნივთები, მაგრამ დიდ ზურგჩანთაზე ყოველთვის სხვანაირი წარმოდგენა მქონდა.
როდესაც ვუყურებდი დიდ ზურგჩანთიან ახალგაზრდებს, დარწმუნებული ვიყავი რომ მათ დიდი ცოდნა დაჰქონდათ თან, თუმცა წიგნების ტარებას არავითარი აზრი არ აქვს თუ თავში არაფერი გაქვს...
მიყვარს წერა, მიყვარს კალამი_ ეს დიდი იარაღი და მიყვარს დიდი ზურგჩანთა, რომელშიც ბევრი წიგნი თუ უბრალო რვეული იდება.
არაფერი მინდებოდა ფანატიკურად, მაგრამ შარშან ძალიან მომინდა კატერფილერის დიდი ზურგჩანთა, რომელიც ამისრულა დედამ და უბედნიერესი ვიყავი.
ზურგჩანთა?_ ეს არის ცოდნის მატარებელი. მე მიყვარს იგი და როდესაც მას ვატარებ მიხარია რომ ვარ ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი, რომელსაც აქვს უფლება ატაროს განათლების მატარებელი! 

Saturday, May 1, 2010

პირველად













წვიმაა ისევ! 
დღეს პირველად მომინდა მზე.. 
Edward Hopper _ ის ეს ნახატი გამახსედა... ისეთი მზიანია გავთბი! 
კიდევ მინდოდა ბევრი დამეწერა მაგრამ იმდენის დაწერა მინდა ვერ ვწერ  )) 
ზუსტად ისე ვარ, სამეცადინო რომ ძალიან ბევრი გაქვს ადამიანს და დრო კი ძალიან ცოტა და რომ არ მეცადინეობ მაინც ვერ მოვასწრებო )))))))))))))))))))))) 

მოვლენები ისე სწრაფად ვითარდება, ვეღარ ვაჩერებ დროს! 
ვეცდები ემოციები, ფიქრები ვმართო და მერე დავიწყო წერა.. 

დროებით ))

ახლა მომინდა ანე ფრანკსაც ქონოდა ბლოგი, ალბათ სულ მას წავიკითხავდი...