გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Tuesday, November 22, 2011

სიყვარული "ჯებირს" მიღმა, ანუ პასუხი მეფისა შეკითხვაზე: რას კითხულობთ?

ტალახისგან შეურაცხყოფილი ყვითელი ავტობუსი მედიდურად, მინარნარებდა ქალაქის ქუჩებში!..   ემოციადაკარგული ხალხი კი ქაოსურად მიიჩქაროდა დარდის ჩასაკლავად... უმისამართოდ
ბამბის ნაყინს შაქრით ხლართავს მებამბისნაყინე... 
შესაშური ინტერვალებით მისდევენ დღეები ერთმანეთს!.. უკვე ისე მოუმატა "პატარა უფლისწულმა" ფანრის ჩაქრობა-ანთებას, რომ საათებით ვეღარ ვითვლი დროს.. მეპატარავება!.... 
არ მიყვარს სტაბილურობა... სამაგიეროდ შემოდგომას, ნაწვიმარზე, ფერადი ფოთლები მიყვარს...... 

იატაკზე ჯდომა მიყვარს.. ყველაზე ახლო ადგილია სახლში, მიწასთან...... ახლაც ჩემი ძმის ოთახში ვწივარ, გამათბობლის გვერდით... სავარძელზე ზურგითმიყუდებული და ფაჯრიდან საოცარი კადრია.......... გაქვავებული ხის ტოტებზე ფოთლები წამებს ითვლიან... ნუთუ მათაც ისე ეშინიათ სიკვდილის როგორც ჩვენ? ისინიც ხომ მიწად უნდა იქცნენ... ალბათ მათაც სიმარტოვის ეშინიათ.....  ნეტა თუა განსხვავება კენწეროში მყოფ ფოთოლსა და დაბლა ტოტზე მყოფ ფოთოლს შორის?.. მათ ალბათ სიმაღლის არ ეშინიათ... ალბათ ქარია ყველაზე საშიში მათთვის.. ან შემოდგომა.. რომ ფერადდებიან.. შეიძლება არც იციან საკუთარი სილამაზე.. მაგრამ რათ უნდათ ისეთი სილამაზე რომელსაც სიკვდილი მოაქვს?!.. 

შემოდგომისგან განძარცვულ ხის ტოტებს, ცეცხლის ალი რომ არხევსხოლმე აქეთ-იქით, ანაზდად!... 

"_ რას კითხულობთ მეფეო?
 _ სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს!"



Monday, October 17, 2011

16ოქტომბერი ორიათას მეთერთმეტეჯერ

ნაწარმოებები ბუნების აღწერით იწყებახოლმე, მე კი სულ ბუნებაზე უნდა ვწერო.. ასე რომ, აღწერით თავს არ შეგაწყენთ! თან ნაწარმოებიც რა ამბიციურად გამომივიდა ))))
იმდენად გრძელია ჩემი გუშინდელი სიტყვა არამგონია ორ კუპლეტში ჩავატიო... მაშ ასე: დედა სიდონიას მიერ დაარსებული ხევსურეთის დღეები და ტალახზე მოფენილი ყვითელი ფოთლები, ანუ 16ოქტომბერი ორიათას მეთერთმეტეჯერ!!!
ბედნიერების შეგრძნებამ გამომაღვიძა გამთენიისას 6 საათზე.. საბურავების სიარული ჩემსმა, სველ ასფალტზე!.. მაშინვე ვიგრძენი რომ ის დღე, გამოღვიძების წუთიდან ჩემი იყო... საოცნებო! (ალბათ ხშირად მომიწევს ამ სიტყვის "საოცნებო" ხმარება და ტავტოლოგიაში ნუ ჩამომართმევთ, ან.. როგორც გენებოთ)) )
წინა დღეს მომზადებული ტანისამოსი უცბად "შევყარე" კარადაში და ამინდისშესაბამისად რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი.. ჩასაცმელებს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მე ბედნიერი ვიყავი! 
08:00ზე რედისონთან უნდა მოსულიყო ავტობუსი.. 07:55ზე მირეკავს ჭალო, მარტო ვარ სად ხარო.. ვუთხარი რომ მალე მივიდოდი..
მოვგროვდით ნელ-ნელა.. გვემატებოდა და გვემატებოდა ხალხი.. რადგან არ ვიცოდით ზუსტი რაოდენობა "ჩვენების" ხალხის ნაკადი ძალიან გვაშინებდა!..
არ ჩანდა ჩვენი "პაზიკი" )) ყველა მის მოლოდინში ვიყავით )))))))
ავტობუსის დაგვიანების გამო დავიწყე მამა იოსებთან რეკვები )) მამა იოსები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასულიერო პირია იმ მცირერიცხოვან მამებს შორის რომელთაც ვიცნობ!
ერთი საათის დაგვიანებით გამოჩნდა ჩვენი "ლურჯა" ))) "პაზიკის" დანახვამ ყველა გაგვახალისა )))))))))))) ყველა მოვთავსდით და დავიძარით მთისკენ! 
გზაში არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო! როგორ მოიწყენდი როცა გვერდით ჭალო, ბატატუნა, ნათია კაპანაძე, ანა ჭაია, თორნიკე ბორძიკული, ირაკლი გაფრინდაშვილი, ირაკლის "მეგობარი" :დ, ტატაკო, მიქელა, თაკო აბაშიძე, ანი აბაშიძე, რატი კვანტალიანი და სხვანი და სხვანი იყვნენ )))) 
გზადაგზა ვურეკავდი მამა იოსებს.. გვინდოდა წირვაზე ჩაგვესწრო... მამა იოსები ფშავ-ხევსურეთის მოძღვრად აკურთხეს რამდენიმე დღის წინ და პირველი წირვა ჰქონდა ჩარგალში. 
ჟინვალთან ულამაზესი პეიზაჟები იყო. გავჩერდით ფოტოების გადასაღებად და ჩარგალში ჩასულებმა მამაოს რომ დავურეკეთ გვითხრა ეს წუთია დამთავრდა წირვაო... 
ეკლესია ცოტა მოშორებით იყო.. სოფლის სასაფლაოზე.. ვაჟას სახლიდან უნდა აყოლოდი ბილიკს... წვიმის და ტალახის მიუხედავად მაინც დავადექით ტაძრის გზას.. ტალახზე მოფენილ ყვითელ, წვიმიან, ფოთლეზე ფეხი სრიალებდა მაგრამ იმდენად მაღალი იყო განწყობა ერთხელ არ დაუწუწუნია არავის!..
გზადმომავალ ქალბატონს ვკითხეთ: "ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს?" )) წირვა უკვე დამთავრდაო გვითხრა.. თუმცა ჩვენ იქ მამაო გველოდა!
მთის წვერზე... საფლავების სიახლოვის გამო საცალფეხოდ უნდა გაიარო გზა ტაძრამდე.. პატარა ეკლესიას აქეთ-იქით მოფარებია მთები.. და ხეები ჭრელი სამოსით ანუგეშებდა მლოცველებს... ეზოში თივის ზვინი იდგა.. ზვინთან თეთრი, მთის ძაღლი.. 
ტაძრის წინ მდგარ ერთ-ერთ მკვიდრს ვკითხე თუ რამდენი ხალხი იყო დილას მამაოს პირველ წირვაზე... მითხრა რომ ძალიან ბევრი! ტაძარი სავსე იყოო.. ტაძარში კი ალბათ 20 კაცი დაეტეოდა გაჭირვებით... დღეს მკაცრიაო მოაყოლა..  შემატყო მის სიტყვებზე ჩემი ფიქრები რომ სხვაგან წავიდა და გამიმეორა.. მკაცრი ამინდიაო!...
გენიალურია!!!
მამა იოსები ძალიან გახარებული იყო! დამინახა თუ არა მკითხა, სოფიო ხომ კმაყოფილი ხარო! )) ვუთხარი რომ ასეთი ბედნიერი იშვიათად ვარ.. თან არც ვიცოდი წინ რომ უფრო მეტი სიხარული მელოდა!... 
საოცარი იყო იქ ყველაფერი.. ჩემი მოუსვენარი ხასიათისთვის უიშვიათესია ვიდგე ერთ ადგილას დადუმებული და "ვაცეცებდე" აქეთ-იქით თვალებს... ისეთი სილამაზე იყო გარშემო ვერ გამეგო რაზე შემეჩერებინა წამი! )) ისეთი ბედნიერი ვიყავი დავდუმდი და ისე ჩავფიქრდი, ისე წამიყვანა ოცნებებმა რომ....
მთები, ქედები, ფოთლოვანი უჭრელესი ტყე, ჩალისფერი სველი გადაჭრილი ბალახი, უზარმაზარი ზვინები.. არ გვაძლევდა უფლებას ძალიან ბევრი ფოტო  არ აღგვებეჭდა ფირზე.. მარტო მეხსიერება ვერ დაიტევდა ამდენს! 
მინდოდა მამა იოსების მიმართ ძალიან დიდი სითბო გამომეხატა.. ისე ნერვიულობდა ამ დღეზე.. პირველ წირვაზე, ჩვენზე, ჩვენს საღამოზე.. იმაზე თუ იქედან დაბრუნებულები რა შთაბეჭდილებებს მოვუყვებოდით ჩვენს დედა სიდონიას... 
მამაო ჩვენთან ერთად ჩამოვიდა მთიდან. გზაში ვისაუბრეთ მულტფილმებზე )) და ყველა ერთხმად შევთანხმდით რომ საინფორმაციოს ყურებას მულტფილმები გვიჯობს ))))))))))))) 
ჩარგლიდან  ბარისახოსკენ გავემართეთ )) 
სასწაულია მთებს შუა, არაგვისპირზე, სიარული.... 
ბარისახოში ჩასულებს გიორგი არაბული შეგვეგება და მისი დედა, ქალბატონი მარინა, რომელიც სკოლის დირექტორია ბარისახოს სკოლის.. 
შევედის სკოლის შემობაში.. ულამაზესი დეკორაცია ჰქონდათ გაკეთებული და გველოდნენ ბარისახოელები )) 
გიორგის მამა მოგვესალმა.. მამა იოსებმაც დაგვლოცა და დაიწყო საღამო )) 
ჯერ ბარისახოელებმა წარმოგვიდგინეს  მათი ეროვნული ლექსები და სიმღერები! სკოლის უსაყვარლესმა მოსწავლეებმა ))))) 
მათ თვალებში სულ სხვა მუხტი იყო! უზომოდ წმინდა, უზომოდ ძლიერი!.. 
საღამო 10წუთის დაწყებული იყო, მოულოდნელად ფშავ-ხევსურეთის მეუფე რომ მობრძანდა!.. მისმა დანახვამ კიდევ უფრო გაგვიძლიერა მუხტი )))
ბარისახოელების შემდეგ ჩვენი ბიჭების ჯერი დადგა )) გიორგი  არაბული, გიორგი შალამბერიძე, გიორგი ზანგური, ირაკლი გაფრინდაშვილი!.. საოცარი განწყობა სუფევდა.. სინათლე არ იყო დარბაზში და საღამოს მქრალი განათება ისე თბილს ხდიდა იქაურობას..... მერე გიორგი შალამბერიძემ ჩემი საყვარელი ლექსი წაიკითხა )) "სახლი მინდოდა მქონოდა" იმხელა მოთხოვნა იყო მაგ ლექსზე, ყველა მას ელოდა ))))))))))) 
ნინი შერმადინიც ჩვენთან ერთად იყო.. ბოლოსკენ ნინისაც გადასცეს სიტყვა.. საუბარი არც თუ ისე კარგად მეხერხება, სიმღერა უფროო და "თუ ასე ტურფა იყავი" იმღერა... საოცარი იყო! ნინი და ჩვენ ყველა ერთად..... ჟრუანტელმა დაგვიარა!!!! ნინის შემდეგ გივიკო ჭიჭინაძემ თქვა რამდენიმე სიტყვა და "ლალე"  რომ დაიწყო იქვე გავშეშდი!!!!!!!!!! სასწაული ხმის და სულის პატრონია!... 
მეუფემ თავისი ლექსი წაიკითხა <3 


საოცარი საღამო იყო! არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე... 
საღამოს ბოლოს ჩვენი მწირი საჩუქრები გადავეცით ბავშვბეს!.. 
მერე უკვე არაბულებთან გადავინაცვლეთ ტრაპეზზე!.. მთელი დღე ბედნიერებისგან გაოცებულს და შთაგონებულს არ მეგონა თუ კიდევ დამიმატებდა გაოცებას რამე..  არაბულების სახლი.. ეს იყო ნამდვილი სამოთხე )))) უზარმაზარი მთის ძირას, ქვის სახლი.. წინ დიდი ეზო... ეზოში კარტოფილები.. კომბოსტო... ნაძვი.. კაკლის ხე... სახლიდან მარცნივ შეშის კუნძები.. ნაწილი დაპობილი, დაყრილი..... უამრავი მთის მოკაზმულობა სახლის ჭიშკართან...  საოცარი იყო! და პიკი იცით რა იყო? სახლის პირდაპირ კიდევ მთა იყო თვალუწვდენელი!!!!! ფერადი ფოთლებით სავსე! საოცარი..... 
ბედნიერებისგან სიხარულს ვერ ვმალავდი! დავხტოდი, ვერ ვისვენებდი... 
კაკლის ხეს ფოთოლი მოვაცალე და კის ნაფოტთან ერთად სამახსოვროდ წამოვიღე! )) მე და ჭალომ ვიბოდიალეთ ფეხით არაგვისპირზე.. ფოტოების გადასაღებად!
 გაიშალა ხევსურული სუფრა!.. 
რა თქმა უნდა ხინკლით <3 
სახლის წინ ცეცხლი დაანთეს, ზემოთ დიიიდი თუჯის ქვაბი ჩამოკიდეს ჯაჭვზე და იქ ხარშავდნენ ხინკალს... ))) 
მამაო ჩვენთან ერთად იყო.. სულ გვეფერებოდა, გვაქებდა.. ლიქიორი გვქონდა და სვამ სოფიოო? მამაომ მკითხა და შეცბუნებულმა ცოტას ვსვამ, არ დავლიოთქო? და კი კი დალიე გაკურთხებო  )))))))))  რა საყვარელია მამაო! <3 <3 
მერე სიმღერები იყო სუფრაზე, ისევ ლექსები..... 
გულმხურვალე დამშვიდობება, გზა თბილისამდე და დედა სიდონია ჩვენი მონაყოლის მოლოდინში!


მე თქვენ, ყველა, ძალიან მიყვარხართ! 
მე ბედნიერი ვარ გუშინდელი დღით და თქვენით!







Tuesday, October 4, 2011

..

მე არ ვიცი რა როგორაა სხვის ცხოვრებაში მაგრამ მე როცა ძალიან  მოწყენილი ვარ მაშინ ვწერ.. უმეტეს შემთხვევაში მაინც..... ისიც არ ვიცი ეს რამდენად კარგია! ან საერათოდ საჭიროა კი რამისთვის/ვინმესთვის? ასე გამომზიურება ყველაფრის.. დასამალიც რაღაა! ისეთი მოკლეა ჩვენი ცხოვრება!.. ალბათ იფიქრებთ 22წლის ადამიანს რატომ უნდა ქონდეს უკვე დროის ასეთი აღქმაო მაგრამ.... ძალიან ბევრი მაგრამ არსებობს! ისეთი მაგრამები რომლებიც მხოლოდ ფურცელზე იწერება!... 
დღეს სახლში რომ ვბუნდებოდი წამოერად გავითიშე და სულ სხვაგან აღმოვჩნდი!.. მე სულ სხვაგან ვიყავი და სამყარო სულ სხვაგან! ვერც შინაურები მოვუშვი ჩემამდე და ვერც უცხოები.. საშინელი გაუცხოვება მქონდა..  სულ სხვაგან იყო სამყარო ჩემგან!.. არავის ესმოდა ჩემი! ყველა ცალკე იყო!.. ისეთი სიცივე ვიგრძენი.. ისე არ მინდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო ეს შეგრძნება!!!!!!!!!!!! 
ძალიან არ მინდა დღეები გვაკლდებოდეს და გვაჭამდეს ბოლო სიხარულებს ეს დრო!!! 
არ მინდა! ძალიან არ მინდა... 


მოკლედ... 
არ მინდა ყველაფერს ჰქონდეს ბოლო! 



Thursday, September 29, 2011

King Lear

უკვე ორი ღამეა   ეს (დააწექით ხაზგაზმულ ეს_ს ლინკის სანახავად) სიმღერა ჩემი ნაწილია!... 
როგორი სევდიანია, როგორი ღრმაა...... როგორი გენიალურია ყანჩელის მუსიკა... ლირივით ...........
სიამოვნებით ვიტირებდი ახლა! ვიქვითინებდი!!!!!!!!!!!!!!!! 
არ მჯერა რომ მეც ქვის გული მაქვს.. ალბათ არ მინდა დავიჯერო...... ან არ ვიცი! 
მე ბევრი რამ არ ვიცი! 
არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე რიგ შემთხვევებში, თუმცა რაც ნამდვილად ვიცი  ისაა რომ ვიცი ღმერთი ყოველთვის ჩემთანაა და ვგრძნობხოლმე მის ჩემთან ყოფნას!.......  არის შემთხვევები როცა მინდა სხვანაირად მოვიქცე მაგრამ რაღაც არ მაძლევს ამის საშუალებას, რაღაც არ მიშვებს! და მე ვტირდები ვით მეფე ლირი.................... 


როგორც შიოლა, ალბათ მეფე ლირიც ყველას ცხოვრებაშია! ჩემს ცხოვრებაშიც არის.. ახლა მოვიდა!....... ის მეფეა! მე დედოფალი  ჰაჰა ))))))))))))) 


არსებობს რაღაცები რასაც ვერ გაექცევი! 
და არსებობს ოცნებები  გონებაში ჩაწერილი რომელიც ხდება... 
სასწაულები ყოველ წუთს ხდება.. მაგრამ ადამიანები მხოლოდ მასშტაბებს ვაქცევთ ყურადღებას! 


მიხარია რომ ბევრი რამ, "ჩემი", "ჩემს მეფე ლირშიცაა"... ძალიან ბევრი რამ!.. ვერც კი დაიჯერებთ იმდენი! აუღიარებლად ეს ასეა.. 
მე ვიცი რომ ეს ასეა და მყოფნის!!!!!!!!!!!!! 


იცი თავიდან ვიფიქრე რომ ის ნამდვილად ისეთი იყო როგორიც ვიფიქრე!.. მერე გადავიფიქრე და ბოლოს მივხვდი რომ მას ბევრი ის თვისება აქვს, რაც უზომოდ მიყვარს! კი არ მიყვარს, ძალიან მიყვარს!!..


მინდა მჯეროდეს რომ ესეც რიგითი შიოლა არაა?! ფუფ მეზიზღება შიოლები ))))))) 

Monday, September 5, 2011

შემოდგომის ფოთლები

საოცარია როგორი სისწრაფითაც დრო გადის..
უკან მოხედვის დროც აღარ გვრჩება! მოვიხედავთ და თურმე რამდენი რამ გამოგვიტოვებია.. რამდენი სიხარული დაგვრჩენია შეუმჩნეველი.. რამდენი გაღიმება!.. რამდენი სევდისთვის მიგვიჯახუნებია კარი! ხო ხო მიგვიჯახუნებია.. ისე ხმამაღლა რომ სულ ჩალეწილა გრძნობები!

გამორიცხულია ჰარმონიამ დაისადგუროს ჩემში და იმ წამს სევდა არ მოჰყვეს!..
შემოდგომაც წარმოუდგენელია უსევდოდ! ფერადი ფოთლები.. ჩამქრალი ცეცხლით........... "და ჭკნება, ჭკნება.... სიყვარული უკანასკნელი"  ))))

ჰარმონია ვახსენე.. და რა არის ეს ჰარმონია??
ვისთვის როგორ ხომ?.. ყველასთვის სხვადასხვაგვარია...
ზოგისთვის სიგიჟეა, აღმაფრენაა... ჩემთვის კი ღვთის წყალობაა.... სიმშვიდეა.. სულიერი სიმშვიდე.. მდგრადობა.. ღრმადამოსუნთქვაა.. წიწვების სუნია.. მთების სიდიადე.. ზღვის შრიალი და ვარსკვლავების ხელით შეხებაა! 

ერთი წუთით წარმოიდგინეთ ტყე.. ხეებს შორის გაბმული ჰამაკი.. ჰამაკში თქვენ... ზემოთ გადახლართული წიწვები და მათ შორის ვარკვლავები....... სუფთა, გრილი გაერი და სუნთქვა!... მმმმმ........ ეს ერთ=ერთი წახნაგია ჩემი ჰარმონიის )))))))

და ბოლოს: 
ზოგჯერ.. (ვიმეორებ ზოგჯერ!) მგონია რომ ყველაფერი სისულელეა.. განსაკუთრებით დღეს მქონდა ეს განწყობა... 
სისულელე არ არის ის სიხარულიც როცა იცი რომ ის მუდმივი არასდროს არ არის და მას აუცილებლად მოყვება სევდა?
ან ადამიანების სიყვარული... უზომო სითბო, ყურადღება.... და ბოლოს რა? ისე წავლენ შენი ცხოვრებიდან, ისე შეგაქცევენ ზურგს, ისე უმოწყალოდ, უემოციოდ.. რომ მათ ცხოვრებაში შენი კვალიც არ რჩება!!....
მთელი ცხოვრება წვალობ, რაღაცის შენებისთვის და მერე ისე გააცამტვერებს ყველაფერს "ქარი" რომ ვეღარც შენ დაიჯერებ თუ იქ ადამიანს დაუდგამს ფეხი.....
იცი?.. ისე არაფერი მაოცებს როგორც ადამიანები.. მათი ქცევა.. მათი სხვადასხვანაირობა... 
რომ წარმოიდგინო სხვადასხვა "ფენის" ადამიანები კადრებად, პატალელურად, შეიძლება გააფრინო!!!!!!!!!!!! ზოგს არსებობისთვის რისი გაკეთება უხდება და ზოგი კი ვერ არჩევს  მსოფლიოს მასშტაბით პირველ თუ მეორე კურორტზე დაისვენოს... 
მერე გვიკვირს ადამიანების! მე საკუთარი თავისაც მიკვირს!  მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ.. არანაირად გამორჩეული!! ვერაფრით ვაძლევ მაგალითს სხვებს! და ყველაზე საოცარი იცით რა არის? რომ ხვალინდელი დღე ისევ გათენდება და აუცილებლად იქნება ყველა ადამიანში ის სიხარულის მარცვალი რომელიც ასუნთქინებს.. ეს რომ არა ყველა შეწყვეტდა სუნთქვას!.. 

"რა არის სიცოცხლე?
_სიცოცხლე სევდა არის - ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
სიკვდილი?
_სიკვდილიც სევდა არის - ადამიანად არ ყოფნის სევდა " _ გოდერძი ჩოხელი

ბედნიერება?