გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Sunday, December 19, 2010

"ჩვენ"

‎"ჩვენ" კვლავ დავდივართ ქუჩაში კენტად,
შენ მხიარულად, მე _ მე!
დაძინებისას ყოველთვის მე გწერ, 
დილამშვიდობის _ შენ!
ზამთარი თოვას გადაეჩვია, 
ჩვენ _"ჩვენ"ს!
ისევ ღამდება, ისევ თენდება,
როგორც უწინ და _ დღეს!
ვრცელი მინდორი..
ცალ-ცალკე დავრბივართ "ჩვენ",
ვიღაც ჯვარს იწერს დღეს
ზეცაში ააპრენს ფრთებს!
მდინარის ნაპირი..
ცალ-ცალკე ძალიან მშვიდები "ჩვენ"!
სიჩუმემ ვერ მოგვცა კომფორტი
და გავხდით კვლავ მე და _ შენ!