გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Tuesday, June 15, 2010

პერსონა N

ძალიან შემიყვარდა ეს ფოტო.
უკვე რამდენიმე დღეა ჩემს დესკტოპს ამშვენებს.
თბილია არა?! გულახდილიც.. სიყვარულით სავსე.. ვზრუნველი!
ზუსტად მე შემესაბამება ეს ფოტო ))) რა თავმდაბალი ვარ! მაგრამ შინაგანად მე ვარ ეს ფოტო ჰო ))
დღეს მინდა ერთ ადამიანზე მოგითხროთ.. ძალიან ძვირფასზე!
აღარ დავიწყებ იმას რამდენ ხარისხად იყოფიან  ჩემთვის, პრინციპში ამ ბოლო დროს ყველას ერთ ქვაბში ვხარშავ )))))))))))))))))) ვიცი ცუდია!
აღარ მინდა ვაჟათი და ჯამბულებით თავი აგირიოთ, ამიტომ ამ ადამიანს დავარქმევ პირობითად N_ს!
უფრო თვალსაჩინო და ადვილად აღსაქმელი რომ გახდეს ის თვისებები რაც მას ახასიათებს და ის მიზეზები თუ რატომ მიყვარს იგი მე, ამისთვის ნუმერაციას დავწერ. ჩემმა ლექტორმა თქვა რთული წინადადებებით უვიცები ლაპარაკობენო!  და ერთ ბრძენს უთქვამს კიდევ, თუ შეგიძლია დაწერო მიზეზები თუ რატომ გიყვარს სხვა ადამიანი ე.ი. ის არ გყვარებიაო! აქ უკვე ვეწინააღმდეგები ჩემს თავს მაგრამ მაინც ვწერ, იმიტომ რომ "დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან", ალბათ არც მე დამიდგამენ ძეგლს მაგრამ ვინ იცის?!
დიდი პროლოგი დამომივიდა..

  1. ფიზიკური მხარის აღწერას არ დავიწყებ, თქვენთვის მომინდია!
  2. სიყვარულის გამოხატყვის, ჩემთვის, ყველაზე დიდი აღმნიშვნელი ფაქტორი არის სითბო. სითბო რომელიც მისი თვალებიდან, საუბრიდან, ქმედებიდან მოდის. პერისონა N, უსაზღვროდ თბილია!
  3. ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება მისი ჰობია. ცდილობს ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, როგორც კი შეუძლია გაახაროს ადამიანი. იქნება ეს მატერიალური რაღაცებით გამოწვეული თუ უბრალოდ სიტყვით ან თუნდაც გულწრფელი ჩახუტებით.
  4. მას შეუძლია ყველაფერი გაიღოს ადამიანის დასახმარებლად!
  5. თავს უფლებას მივცემ ვთქვა რომ, ძალიან კეთილია!
  6. გულახდილობა მისი ცხოვრების სტილია. ბედნიერია რომ არ აქვს დასამალი არავისთან არაფერი და ბედნირია რომ შეუძლია სხვილი სიხარულის გაზიარება, გულწრფელად გაზიარება.
  7. მხოლოდ მასში აღმოვაჩინე ჭეშმარიტი გაღიმება. ის არასოდეს იღიმის ყალბად, ის ყოველთვის გულახდილია. მისი ღიმილი ენითაღუწერელია.
  8. N_ს არ უყვარს როცა ადამიანს აბუჩად იგდებენ, ჩაგრავენ. არ უყვარს კამათი, ბრძოლა. შეუძლია გაცხარებული ადამიანის მტკიცებას, რომ შავი თეთრია დათანხმდეს, რადგან იცის ხალხის ფსიქოლოგია..
  9. მას შეუძლია გაგაოცოს! აღგაფრთოვანოს! ის აკეთებს ყველაფერს რომ მეორე ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს.. შეუძლია 1000 სისულელე ჩაიდინოს.. ირბინოს, იხტუნაოს, ისეირნოს შენთან ერთად. გაჩუქოს ათასობით ბუშტი და მერე მინდორზე ერთად გაუშვათ, ან ცხელ ამინდში სოლიდურად ჩაცმული დაგთანხმდეს წუწაობაზე!.. მერე რა! ადამიანის სიხარულზე მნიშვნელოვანი ხომ არაფერია! მას ძალიან ბევრი სიურპრიზის მოწყობა შეუძლია!
  10. მას შეუძლია იოცნებოს! იოცნებოს და მერე აიხდინოს ეს ოცნებები! ოცნება რომ ახდეს იგი მხოლოდ უნდა ინატრო.. ინატრო გულით, არსებით!
  11. ჩვენ ერთად ვფანტაზიორობთ.. ერთად დავფრინავთ.. ერთად ვაფრენთ (ფრანს)..  ვსეირნობთ ძაააააალიან ვრცელ მინდორზე, გრილ ამინდში და ჰაერს ვსუნთქავთ! შევიბრძნობთ ყველა წამს სუნთქვისას! მერე ვწვებით მინდოზე, უკვე საღამოს და ვუყურებთ ცას.. უზარმაზარს, ულამაზესი ვარსკვლავებით სავსეს, მერე ვკიდევთ ხელს ერთმანეთს და ვგრძნობთ რომ ძალიან დიდი ენერგია გვაქვს ერთად!მერე უკვე "ღამე ტყვესავით ნებდება დილას"..
  12. მას შეუძლია ზღვის ნაპირზე მთვარის შუქზე მიკითხოს წიგნი.. ან მთაში, როცა ხეებს შორის სვეტებად ნათდება..
  13. მას უყვარს ატრაქციონები. საბავშვო სკვერებიც უყვარს.
  14. მას სიმღერა უყვარს..
  15. უყვარს თავისუფლება, სილაღე! 
  16. ჩარჩოებში არ ჯდება.. მისთვის არაფერია მიუღებელი და არასოდეს იხევს უკან სხვისი აზრის გამო! 
  17. მასაც ძალიან უყვარს ლიპტონის ცივი ჩაი ლიმონით! 
  18. იცით, გადის დღეები როცა ის ჩემთან არაა, თუმცა ყოველ წუთს წერს, წერს ფურცელზე.. ყველაფერს! განცდებს, ემოციებს და მერე მე ვკითხულობ..
რა კარგია რომ არ გაგიჩნდათ კითხვა, მე რას ვაკეთებ სამაგიეროდ?
როგორ არ მიყვარს სამაგიერო.. არც სიყვარულის! მე არ მიყვარს ადამიანები იმიტომ რომ მათ ვუყვარვარ, მე უბრალოდ მიყვარს ისინი და პერსონა Nიც ასეა!


ალბათ ძალიან ბევრი გამომრჩა..
თუმცა ის იდეალია! ის მხოლოდ იმიტომ არ არის სრულყოფილი, რომ ადამიანია!



ეპილოგიც თქვენთვის მომინდია!