გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Monday, August 23, 2010

Free Hugs Day

გუშინ, მეგობრის ლინკი დამხვდა ფეისბუქზე...
გავხსენი და რას ვხედავ................... ხვალ არის უფასო ჩახუტების დღე და ყველას გელოდებით ვერის ბაღში 5საათზეო ))))))))))))))))))
მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ........................ 
მთელი წელი ველოდი ამ დღეს, მაგრამ რატომღაც სექტემბერში მეგონა!
ნახევარზე მეტი ხომ ახლა თბილისში არაა ((((  მათ შორის მეც! მაგრამ... 


ძალიან მომინდა მეგობრებისთვის მიმელოცა ეს დღე! უფრო სწორად ჩავხუტებოდი ჩემს საყვარელ ხალხს!
ამიტომ, წუხელ უკვე 12ს რომ გადაცდა და დავწექი, ჩავრთე ჩემი მპ3(აქ ერთ ჩემს მეგობარს გაეღიმება და მეც უკვე წინასწარ საპასუხოდ ვუღიმი ))) ) და იმ საუნდტრეკის ფონზე რომელიც უფასო ჩახუტების ვიდეოს აქვს დავიწყე მესიჯის წერა )))))))
მინდოდა ძალიან ბევრი სითბო ჩამეტია! არ ვიცი თუ შევძელი!
თქვენ არ იცით, მე წუხელ რა ბედნიერი ვიყავი! 
რომ მწერდნენ საპასუხოდ ჩახუტების სმაილებს ჰუგ ჰუგ ჰუგ 
რა ბედნიერებაა!!!!
ვფიქრობ, რომ ეს დღე ძალიან ძალიან, თითქმის ყველაზე დადებითი დღეა, წმინდა დღესასწაულების შემდეგ!
ამდენი სითბო ერთბაშად, სიყვარული! ენერგიით გავსებს! უუუსაზღვრო დადებითი ენერგიით და ფიქრობ რომ მერე ყველაფერი შეგიძლია! 
მთელი ღამე არ წყდებოდა წერილები..
დილას რომ გავიღვიძე იმდენი სმს დამხვდა უნებურად გამოვფხიზლდი )))
ასე დადებითად არასოდეს გამიღვიძია! 
რა კარგი დღეა!
შეიძლება ეს დღე უაზრობად მოგეჩვენოთ და ალბათ ასეცაა, მაგრამ მე ის ძალიან მათბობს! 
<3 <3 <3 
აი ვიდეოც და თქვენც გათბით ))))))))))))
http://www.youtube.com/watch?v=vr3x_RRJdd4&feature=fvw



გეხუტებით ყველას, ყველას ვინც ახლა ამას კითხულობთ! 



0 კომენტარი:

Post a Comment