გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Tuesday, August 24, 2010

all


ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა გული გადაგიშალოთ..
დღეს ისეთი გულახდილი ვიქნები როგორც არასდროს!
ეს რამდენიმე დღეა გულს მტკენს პატარ-პატარა გარემოებები, ვიღაც ადამიანები, რაღაც მოვლენები... არ მინდა ასე ხდებოდეს!
არ მინდა ერთმენეთის სიყვარულის გვრცხვენოდეს!
არ მინდა ერთმანეთის გვშურდეს!
არ მინდა ძალიან არ მინდა რაღაც მატერიალური გვბოღმავდეს! 

ნუთუ მარტო ცუდს უნდა ვხედავდეთ გარშემო?!
არ გიფიქრიათ რატომ ვართ ასეთი გაბოროტებულები?! 
მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრით ვსულდგმულობთ!..
გვავიწყდება რომ გარშემო გვყავს ადამიანები რომელთაც ვუყვარვართ, რომლებიც უსაზღვრო სითბოს გვჩუქნიან! 
რატომ არ გვინდა ჩვენც მათთან სიახლოვე?!

ყველა გაცივდა!
ყველას ეშინია სიყვარულის, ან თუ უყვარს აღიარების, ან თუ აღიარებს სიყვარულის აღმაფრენის ეშინია!
გავთბეთ მეგობრებო, გავთბეთ და გავათბოთ ერთმანეთი!
მივცეთ ერთმანეთს სიყვარულის გამომჟღავნების შანსი!
გავიხაროთ სხვისი სიხარულით!

გავიღიმოთ, გავიღიმოთ ყოველთვის და ჩვენც გაგვიგიმებენ სამაგიეროდ!
სამაგიეროს გადახდა ხომ ყველაზე მეტად გვეხერხება ადამიანებს!..
სახლიდან გასვლის წინ ჩაიხედეთ სარკეში და გაუღიმეთ საკუთარ თავს, დაინახავთ როგორია ღიმილი და გადით მერე ქუჩაში, გადით და გაუღიმეთ ყველას! ყველას საზამთროს გამყიდველსა თუ სამარშრუტო ტაქსის მძღოლს..
ისწავლით ღიმილის წაკითხვას!
ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია როცა ხედავ გულწრფელ გაღიმებას..
მერე მთელი დედამიწა გაიღიმებს!
მე მინდა ვიყოთ გულწრფელები, გულახდილები!
გიღიმით!
ჭეშმარიტი ღიმილით და წრფელი გულით.....................
 დუცი!

2 კომენტარი:

Anonymous said...

მომეწონა..თბილია და მზიანი....
მართლაც როგორ გვაკლია თბილი,ღიმილიანი სახეები...გავუღიმოთ ერთმანეთს.ვაჩუქოთ სითბო..სიყვარული...და ყველაფერი კარგად იქნება........ :–)))))))))))))))

Anonymous said...

გიღიმი წრფელი გულით :) და ვიზიარებ შენს დამოკიდებულებას.
გავუთბოთ ერთმანეთს გაყინული გულები ჩვენი თბილი ღიმილით":)

Post a Comment