გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Monday, May 3, 2010

ალბათ

ბოლოს რა მითხრა ვერ გავიგონე...
თავი დავხარე და ვიგრძენი, სწორედ ისე გამეღიმა, როგორ ღიმილსაც ვეძებდი ამდენ ხანს.. ჭეშმარიტად ვიღიმოდი..
იმის გამო, რომ თავი დახრილი მქონდა მხოლოდ ასფალტმა გაიზიარა ჩემი გაღიმება გულწრფელად!..
 იმ წამს, იმ წუთმა ყველაფერი შეცვალა..
უფალს გავუღიმე და სარკმელიდან ძალიან ლამაზ ნაძვის ხესაც! მერე მხოლოდ მე ვიყავი და სამყარო.. სხვა არავინ!.. სულ ვიღიმოდი.. ვუღიმოდი შენობებს, ზეცას.. ხეებს.. ფოთლებს ეცინებოდათ ჩემზე.. მანქანებსაც ვუღიმოდი.. კენჭებსაც და მიწისქვეშა გადასასვლელსაც გავუღიმე უნებურად..
 ისინი მისმენდნენ!!
 ბუნკერსაც გავუღიმე და სრულიად თავისუფლებას(მოედანს) მივუძღვენი ჭეშმარიტი ღიმილი! ლოყების ტკივილამდე გაღიმება!
 საათს ავხედე.. ვერ აღვიქვი დრო! მაშინ ჩემთვის დროს მნიშვნელობა არ ჰქონდა.. ჩემთვის გაღიმების დრო იყო.. გაჩერებაზეც გაღიმებული ვიდექი და მძღოლსაც გაღიმებულმა დავუქნიე ხელი.. შემრცხვა.. მძღოლის! ღიმილში სასირცხვილო განა რამ იყო?!
 ჩქარი ნაბიჯით ამოვირბინე სახლში! მინდოდა მომესწრო და მეც დამენახა დიდ სარკეში გაღიმება! როგორც იქნა დავინახე, როგორი იყო ჭეშმარიტი ღიმილი.. ახლაც ღიმილით ვწერ.. სწორედ ისეთი ღიმილით, როგორითაც გამეღიმა "მაშინ" გულში! მაშინ გულმაც გაღიმების ფორმა მიიღო..
 უნებურად მეღიმება ახლაც!
 მე მომწონს ღიმილი -)))
 რა კარგიააა.........................
 გაიღიმეთ თქვენც, ჭეშმარიტად!

0 კომენტარი:

Post a Comment