გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Sunday, May 2, 2010

ჩემი გრძნობების ტავტოლოგია













"მეც შევიცვალე, შენც შეიცვალე, სხვა ყველაფერი ჩვენს გამოცვლამდე როგორიც იყო ისევ ისეა.." მეუბნებიან შეიცვალეო.. არადა.. ალბათ.. ან არც.. 
სიხარულს ხომ ყოველთვის სევდა ცვლის და პირიქით. 
მე ახლა სადღაც შუაში ვარ! ვერ გადავწყვიტე რა მინდა მერე, სიხარული თუ სევდა.. 
თუ ახლა სევდას ავირჩევ მერე გავიხარებ და პირიქით.. მე კი აწმყო ვარ და ორივე თანაბრად მინდა! მითხრეს შეუძლებელიაო! 
იმ დღეს გული დამწყდა.. მერე მესიზმრა და გამიხარდა.. 
სასწორის აქეთ-იქით თეფშზე დგანან და მე მთხოვენ არჩევანს.. რომ იცოდნენ როგორ მიჭირს მასეთი გადაწყვეტილებების მიღება.. მეც ხომ ტყუპები ვარ. ორი ვარ! ხან იქით ვარ ხან აქეთ!. 
მინდა რეალისტი ვიყო მაგრამ რომანტიზმი არ მიშვებს და პირიქით! 
ერქვას ამ ფოტოს, ჩემი გრძნობების ტავტოლოგია!

0 კომენტარი:

Post a Comment