გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Monday, May 3, 2010

სათაური ბოლოს


















ჩემ, სველ, აივანს  ისევ  ასდის  თამბაქოს  კვამლი..
როგორც სიყვარულს არ შეუძლია დათმოს გრძნობები ისე აივანს ვერ სცილდება სამარადჟამოდგაჟღენთილი სუნი სიგარის...
შუაღამისას დაიწყო წვიმა!..
ანაზდად !
ფოთლებისგან განძარცვულ ხის ტოტებს, ცეცხლის ალი რომ არხევსხოლმე აქეთ-იქითანაზდად!
ერთ დღეს (ზღაპარში) გამეღვიძა.. საეჭვოდ სასიამოვნო სიმშვიდე იყო!.. ისე მსუბუქადდადიოდა ყველა..
მეც ვუღიმოდი..
მხოლოდ იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ თევზებიც იღიმიან და როგორც ჩვენ, მათაც აქვთ გარშემობიოველი.. ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა! ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე!
ძალიან მომინდა ერთი წუთით მაინც გავმხდარიყავი ოკეანეში მოცურავე ერთ-ერთი თევზი.. უარი ვთქვი! ცურვა არ ვიცი! შემეშინდა.....
კარგი ! გაგიმხელთ!.. ერთხელ თევზებს შევეჯიბრე გაღიმებაშ.. ისინი ისეთი ჰარმონიულებიარიან.. დაძაბულობის გარეშე.. ლაღები! მაჯობეს.. არ მიყვარს ჯიბრი და მითუმეტეს გაჯიბრება!
მომბეზრდა გაზით გამომშრალი ჰაერის სითბო! სიცივე უფრო მათბობს! ღრმად ვსუნთქავ დავგრძნობ როგორ გადის ჰაერი სასულეში, ბრონქებსა და ბრონქიოლებში.. ვგრძნობ, როგორმატულობს გულმკერდის მოცულობა ჩასუნთქვისას და პირიქით..
თოვლილით სისპეტაკე მომინდა კვლავაც!
გაივლის წლები და ისევ იცოცხლებს დღიურები ანე ფრანკისა! და თუ ოდესმე ჩემ ყუთს ნახავსახსოვრებისას... აღმოაჩენ თუ რამდენი რამ მომიძღვნია შენთვის.. სიძულვილი დასიყვარულიც, გრძნობებიც, სითბოც, ბევრი ურითმო სტრიქონები ლექსები ვითომ!
ეს მონატრებაც მიჩუქნია და ამდენიხნის სიყვარულსაც გჩუქნი სამარადჟამოდ!..
გაივლის წლები და.....
თუ ისრები საათისა დაეწევა ერთმანეთს მე მოვალ შენთან და გეტყვი, რომ მე .....................

სათაურს ბოლოს დავწერ: აბსურდული ფიქრები, უკვე მერამდენე!..

0 კომენტარი:

Post a Comment