უკვე აბიტურიენტობის გამო ყველამ თავის პროფესიაზე დაწერა, მე კი ასეთი არჩევანი გავაკეთე ))
ჩემი არჩევანი
რატომ? ხშირად მებადება ეს ერთსიტყვიანი კითხვა, რომელიც ბევრის მომცველია...
რატომ? რატომ ავირჩიე დიდი ზურგჩანთა? ხშირად ამ კითხვის პასუხია... იმიტომ!
არასოდეს მიზიდავდა დიდი ნივთები, მაგრამ დიდ ზურგჩანთაზე ყოველთვის სხვანაირი წარმოდგენა მქონდა.
როდესაც ვუყურებდი დიდ ზურგჩანთიან ახალგაზრდებს, დარწმუნებული ვიყავი რომ მათ დიდი ცოდნა დაჰქონდათ თან, თუმცა წიგნების ტარებას არავითარი აზრი არ აქვს თუ თავში არაფერი გაქვს...
მიყვარს წერა, მიყვარს კალამი_ ეს დიდი იარაღი და მიყვარს დიდი ზურგჩანთა, რომელშიც ბევრი წიგნი თუ უბრალო რვეული იდება.
არაფერი მინდებოდა ფანატიკურად, მაგრამ შარშან ძალიან მომინდა კატერფილერის დიდი ზურგჩანთა, რომელიც ამისრულა დედამ და უბედნიერესი ვიყავი.

1 კომენტარი:
ეს ღრმა ფილოსოფიური ჩანახატია რომელიც უზომოდ მიყვატს
bai-100
Post a Comment