გამარჯობა, მე დუცი ვარ ))

ეს ჩემი ბლოგია , ბლოგი რომელიც ფურცლებისა და დღიურის ალტერნატივა იქნება ჩემთვის!


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



Tuesday, May 18, 2010

ჩახუტება

მეგონა, ჩემი ბლოგი უფრო აქტიური იქნებოდა ))) თუმცა ასე არაა, სამწუხაროდ ))
ხშირად მგონიახოლმე )))))))))))))))
ძალიან ბევრჯერ მომინდა დაწერა, თუმცა შევჩერდი და ბევრი დრაფტები დამიგროვდა )) ზედმეტად გულახდილი ვარ ბლოგისთვის )))
მიყვარს როდესაც ვწერ სახელებს გვარებს )))))))))) აქ კი ასე თამამად წერა მერიდება.. არადა მოსარიდებელი რა არის?!
მინდა ძალიან ბევრი ვწერო.. ვწერო მთელი ჩემი ცხოვრება! ყოველი ნაბიჯი, სიტყვა.. როგორ დაიწყო დღე და როგორ გრძელდება.. ყველაფერი.. რაზე ვფიქრობდი გზაში უნივერსიტეტამდე, უნივერსიტეტის ჭიშკრიდან აუდიტორიამდე, ლიფტში, ლექციაზე და მოკლედ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი მინდა აღვწერო.. რთულია! არც მიცდია!
მინდა კადრებად ვნახო ჩემი ერთი დღის ცხოვრება, მე ხომ საკუთარ თავს ვერ ვხედავ..
ხშირად როცა მივდივარ ქუჩაში გავუსწრებხოლმე საკუთარ თავს და ვაკვირდები როგორ დავდივარ.. მიყვარს ტროტუარის საცალფეხო კიდეზე სიარული ))))))))))
კიდევ მიყვარს, მანქანას რომ მითმობენ, მაგრამ იშვიათად გადავუვლიხოლმე წინ.. გაჩერებულ მანქანას უკან შემოვუვლიხოლმე ))) ინსტიქტურად! არ მიყვარს როცა ვიღაცას ვაწუხებ!
გაგიკვირდებათ სათაურთან რა კავშირშიაო და გეტყვით რომ არანაირ კავშირში )))
 სიტყვის გასავრცობად დავწერე ის რასაც ამ წუთას ვფიქრობდი და კიდევ.....................

მოუსვენრობა დამჩემდა.. უძილობაც! ალბათ რაღაც უნდა შეიცვალოს ჩემში..


ჩახუტებასთან მოვედით ))
ეს ფოტო ეკრანს გადავუღე ამ ფილმის, რომ ვუყურებდი..
love me if u dare.. ასე ქვია..
არ მოვყვები ამ ფილმის განხილვას ის უბრალოდ უნდა ნახოთ..
ფოტოდანაც ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება!
სასწაული ქმედებაა ჩახუტება.. უდიდესი ენერგია, სითბო, სიყვარული...
ხანდახან ძალიან მომინდებახოლმე ჩახუტება ))) 

რა მაგარია  "უფასო ჩახუტების" დღე........ ალბათ ის ადამიანები მთელი წელი ენერგიით აღსავსეები არიან ))) 
კიდევ მინდა ბევრი რამ დავწერო მაგრამ.. ოხ ეს მაგრამ არ მანებებს თავს!!! 
მერე შორს გავფრინდები და ჯობს აქ გავჩერდე!!!!!!!!
აღარ მინდა ვაკონტროლებდე  ფიქრებს!
მე ხომ ილუზია ვარ..

5 კომენტარი:

Anonymous said...

რა მაგარია "უფასო ჩახუტების" დღე........ ალბათ ის ადამიანები მთელი წელი ენერგიით აღსავსეები არიან )))

vaimeee, ეს რა მოიფიქრე, სურვილიც არ მავს ასეთი დღე არსებობდეს, ჯერ შეხვედრისას აუცილებლად გადაკოცნის კრეტინულ ტრადიციას ვერ ვიტან და ეხლა ვიღაცეებს ჩაეხუტე :დ

შენ გენაცვალე ჩახუტების დღე კი არა, ერთთან, კონკრეტულთნ ჩახუტება გინდა მემგონი : ))

mano said...

love me if u dare.. მიყვარს.. უბრალოდ მიყვარს ♥

უფასო ჩახუტების დღე.. ეს "უფასო" როგორ მეხამუშება.. ნუთუ ამ ეპითეტის გარეშე შეიძლებოდა ვინმეს ეჭვი შეეტანა ჩახუტების სისუფთავეში?.. ვაი რომ კი.

მე ზუსტად მახსოვს როდის გამიჩნდა შენდამი პირველი სიმპატიები.. და მემგონი არასდროს მითქვამს შენთვის როდის : ) საერთოდ არ გიცნობდი მაშინ.. "მომე ხელი.. რამხელა ენერგია გვაქვს ერთად!.. " – აი ეს წავიკითხე და გაუცნობლად შემიყვარდი : )))

Duci said...

mano__ xo, chemi eg sityvebi mec miyvars, yvelaze metad!


gmadlobt )))))))))))

Anonymous said...

shen msoflio mnishvnelobis adamianad daibade, shen es shegiZlia, anu iyavi is rac xar, es ishviaTebs sheuZliaT. gkocni miyvarxar.

Anonymous said...

shen msoflio mnishvnelobis adamianad daibade, shen es shegiZlia, anu iyavi is rac xar, es ishviaTebs sheuZliaT. (rock)

Post a Comment